₾ 1
Take a Line for Walk by Moroso. Alfredo Haberli, 2016.
დიზაინერული ჩეიზ ლაუნჯი დამუშავებული მეტალის კარკასზე. მოდელის დიზაინი უკავშირდება წარსული დროის ემოციურ ტრიგერებს რომელიც კავშირშია ჩვენი ბავშობის სპორტული ავტომანქანების, თვითმფრინავების ან საზღვაო ხომალდის კაპიტნის სავარძლის პროტოტიპებს. ერთგვარი ნიჟარა, რომელიც გიცავს და ამავდროულად განიჭებს კომფორტის საოცარ განცდას, იდეალური სარელაქსაციო ადგილი განსამარტოვებლად.
₾ 1
Parka Modular Sofa by Poltrona Frau - Draga & Aurel-ის დუეტის მიერ შექმნილი მოდულური დივნების სერია Parka პატივს მიაგებს 90-იანი წლების ამერიკული ქუჩის ჩაცმულობის გრანჟ-კულტურას, რომელიც დღეს ფაქტიურად იქცა მთელი თაობის სიმბოლოდ. როგორც ზემოხსენებული ლეგენდარული ტანსაცმელი, ანალოგიურად Parka-ც მკვეთრი ინდივიდუალიზმის მიუხედავად, წარმოადგენს უნივერსალურ ე.წ. "Passe-Partoit" დივანს, რომელიც ერგება ნებისმიერ სტილს და არის უაღრესად მრავალფუნქციური. მისი რბილი პროფილი და მოცულობითი სტრუქტურა ბოლომდე გადაკრული ქსოვილით გვპირდება კომფორტს და დასვენებას, ხოლო საზურგე სექციის არასტანდარტული ოვალური ფორმა, რომელიც დინამიურად ყოველგვარი ნაკერის გარეშე გადადის სახელურში, შემდგომში კი დასაჯდომში წარმოადგენს გარკვეულ ამოზნექილ სუბსტანციას, თამამსა და ამავდროულად მიმზიდველს, რომელიც მარტივად ადაპტირდება ნებისმიერ სივრცესთან.
₾ 1
Nova Side Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - მაღალი მისადგამი მაგიდა მარმარილოს ტოპით ბრაშირებული მეტალის ფეხზე, რომელიც მზადდება განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში. მოცემული მოდელის ძლიერ ვიზუალურ მხარეს წარმოადგენს ძვირფასი მეტალის ბაზა.
₾ 1
Tango T Libreria by REFLEX - მოდულური სტელაჟი შიდა ჩამკეტი სისტემით და შუშის სეპარატორებით, ხის თაროებით, ბრინჯაოს, თითბერის, თუჯისა და ტიტანის ფინიშინგებით.
₾ 1
San Marco Buffet Low by Reflex - წარმომადგენლობითი ვიზუალის ტვ სადგამი გოფრირებული ტყავის გვერდებით, მარმარილო-შუშის ტოპით, ღია სათავსო განყოფილებით, 1 განიერი გამოსახსნელი და 2 სტანდარტული უჯრით, შუშის თაროებით.
₾ 1
Brown Sugar by Arketipo - წარმოადგენს გეომეტრიული ფორმის დივანს, რომლის თანამედროვე სტრუქტურაც აერთიანებს გარდამავალ სტილისა და სირბილის რამდენიმე ელემენტს. მისი გამორჩეული დიზაინი, კონტურთან ერთად, გარკვეულწილად აცოცხლებს მარტივ, სუფთა და გრაფიკულ გადაწყვეტილებებს. მეორესმხრივ, დეტალებისადმი გამოჩენილი ყურადღება დივნის დიზაინს ძალზედ მიმზიდველ უნიკალურ ელფერს აძლევს, ორმაგი სტიჩინგით, რაც სხვადასხვა ელემენტების ხარჯზე დამატებით მოცულობას აძლევს მის ფორმას. ამ მოდელის კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურებაა სახელურები, ერთდროულად მონოლითური და რბილი, თანამედროვე მოკლე ქამრის მსგავსად გვერდების გაშლა. ერთსა და იმავე მოდელს შეუძლია რამდენიმე განსხვავებული კონფიგურაციის შექმნა, რაც მისის დიზაინის ღირებულებას მნიშვნელოვანწილად ზრდის.
₾ 1
D-Uffle by Moroso in collaboration with Diesel Living - ორიგინალური დივანი ინსპირირებული ურბანული ცხოვრების წესით, გამორჩეული მოცულობითი ფორმებით და განსაკუთრებული კომფორტით. არაფორმალური ვიზუალის მქონე არტ-ობიექტი მახასიათებელი კონტურებით, რომლის დიზაინის არსშიც ნაჩვენებია აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ზურგჩანთისა და სხვა წყალგაუმტარი ტანსაცმელის გახსნისა და დაკეცვის მექანიზმები.
Diesel Living-თან კოლაბორაციით შექმნილი დივანი D-Uffle განასახიერებს თანამედროვე ესთეტიკას და მოწოდებულია მოეწონოს მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელიც ეწევა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას, სტილისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნების ხარჯზე. სახელწოდება მოგვაგონებს სპორტული ტიპის ჩანთას და აქცენტირებს თანამედროვე დინამიური ცხოვრების წესის კონცეფციას, რომელსაც ახასიათებს აქტიურობა და მეგობრებთან სახლსა თუ ქალაქგარეთ დროის ტარების მომენტები.
მისი დიზაინის ძირითადი კონცეფცია მდგომარეობს ერთგვარ ჩანთაში ჩაკეცილ რბილ ბალიშებში, რომლებიც ქმნიან არაფორმალურ საჯდომ სექციას. სამკლაურებისა და საზურგე ბალიშების მოცულობითი შალითები იკეცებიან დრაპეში, რომლის სიმრუდესაც აწონასწორებს დიზაინი. ხოლო, საჯდომი ბალიშებისა და კორპუსის მაფიქსირებელი ქამრები გახლავთ ზუსტად ის დიზაინერული ელემენტი, რომელიც ანიჭებს დივანს ფორმების სიმარტივესა და სწორ ხაზებთან ერთად არაოფიციალურ ვიზუალს.
მოდელი ხელმისაწვდომია 2 განსხვავბული ზომის მქონე დივნის, სავარძლისა და პუფის კონფიგურაციებში.
₾ 1
Highlands by Moroso. Patricia Urquiola, comfort inherent to functionality. დიზაინერული მოსასვენებელი ლაუნჯი დასაკეი საზურგით მოსახსნელი შალითით. ნარატივი, რომელი გახლავთ ნობილი Lowland პროექტის გაგრძელება.
₾ 1
Antibodi - სავარძლის ახალი ფორმა, სამგანზომილებიანი გეომეტრია განვითარდა დაწყებული ფურცლების უჯრედული გენეზისიდან, რომელიც შეკერილია სამკუთხა გრაფიკული სტრუქტურით. Antibodi არის სიცოცხლის ენერგია, არქეტიპი დიდი და ამბივალენტური ხიბლისა.
₾ 1
Oh Linda Chaise Longue by Bretz - ავანგარდული სტილის დიზაინერული ლაუნჯი უმაღლესი კატეგორიის ბოჰემური ველვეტის ქსოვილში, მეტალის ფეხზე.
₾ 1
Nuage TV Cabinet by Monography Sensual Home - თანამედროვე სტილის ტვ სადგამი, გამორჩეული გამოყენებული მასალებისა და პროპორციების იდეალური ბალანსით, ბრაშირებული მეტალის ორ მასიურ ცილინდრისებრ ფეხზე, რაც მის სილუეტს სტაბილურობასა და მონუმენტალურობას ანიშებს, ორი მოცულობითი გამოსახსნელი კარით, ღია სათავსო განყოფილებით და ხელოვნური ტყავის დახვეწილი ექსტერიერით.