Petra by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის კოქტეილის მაგიდა მარმარილოს და/ან ტრავერტინის ტოპით, ცილინდრისებრი მეტალის ფეხზე, რომელიც თავისი ფორმების კომბინირებით ქმნის საოცარ გეომეტრიულ სტრუქტურას ინტერიერში. კოლექცია მოიცავს როგორც მოცულობითი ფორმის ყავის მაგიდას, ისე ოთხი განსხვავებული ზომის/ფორმის მისადგამებს.
Take a Line for Walk by Moroso. Alfredo Haberli, 2016.
დიზაინერული ჩეიზ ლაუნჯი დამუშავებული მეტალის კარკასზე. მოდელის დიზაინი უკავშირდება წარსული დროის ემოციურ ტრიგერებს რომელიც კავშირშია ჩვენი ბავშობის სპორტული ავტომანქანების, თვითმფრინავების ან საზღვაო ხომალდის კაპიტნის სავარძლის პროტოტიპებს. ერთგვარი ნიჟარა, რომელიც გიცავს და ამავდროულად განიჭებს კომფორტის საოცარ განცდას, იდეალური სარელაქსაციო ადგილი განსამარტოვებლად.
San Marco Buffet Low by Reflex - წარმომადგენლობითი ვიზუალის ტვ სადგამი გოფრირებული ტყავის გვერდებით, მარმარილო-შუშის ტოპით, ღია სათავსო განყოფილებით, 1 განიერი გამოსახსნელი და 2 სტანდარტული უჯრით, შუშის თაროებით.