₾ 1
Manta by Rugiano - გლამურული სტილის მოცულობითი ლაუნჯი ელეგანტურად გადახრილი დრაპირებული შლეიფით.
₾ 1
Overlap Coffee Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - მართკუთხედი სკულპტურული აღნაგობის ჟურნალის მაგიდა იშვიათი მარმარილოს კოპრუსით და ბრაშირებული მეტალის დეტალებით, რომელიც საგანგებოდ დამზადებულ იქნა იმისთვის რომ გარკვეული სიმსუბუქე და ჰაეროვნება მიეცა ისეთი მძიმე მასალისთვის, როგორიცაა მარმარილო. ხოლო ბრაშირებული მეტალის დეტალები, რომლებიც გარს ეკვრის მაგიდის თხელ ფეხებს ანიჭებს მას კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას.
₾ 1
ლეგენდარული სტუდია Pininfarina-ს დიზაინი და ხელწერა არასდროს დარჩება შეუმჩნეველი. Segno-ს კოლექცია ხასიათდება სუფთა და ელეგანტური ხაზებით, დინამიური ფორმებით, რომლებიც ვითარდება სივრცეში, აძლევს ფორმას ერთგვარ ახალ ფუნქციებს. სპილენძისა და კანალეტოს ხის კომბინაცია კი, ის ტრენდული შტრიხია, რომელიც კოლექციას უნიკალურ და გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.
₾ 1
Diana by Laura Meroni - მომრგვლებული კონტურის, სკულპტურული აღნაგობისა და დახვეწილი მასალების საოცარი მიქსით გამორჩეული მბრუნავი სავარძელი, შესრულებული Roxana 30-ის კატეგორიის ხავერდის რბილი ბალიშების გამოყენებით, რომლებსაც ჰარმონიულად ავსებს დეკორატიულ სამკლაურებზე, ბაზასა და საზურგე სექციაზე დატანილი 8004 ტიპის პრიალა ლაკის აქცენტი.
მოცემული სავარძელი თავისი დახვეწილი კონტურისა და რაფინირებული ფერთა გამის დამსახურებით ანიჭებს ნებისმიერ ინტერიერს მკვეთრად გამოხატულ არქიტექტურულ ვიზუალს. ხოლომ ინდივიდუალური ფინიშინგების, მოპირკეთებისა და გადაკვრის ფართო ასორტიმენტი იძლევა კომფორტის, ელეგანტურობისა და ძლიერი ვიზუალური ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას.
Diana შეიქმნა ერთიან დიზაინში დახვეწილი არქიტექტურული სტილისა და კომპაქტური სკულპტურული ფორმების გაერთიანების მიზნით. მისი მიმზიდველი სილუეტი და მბრუნავი კონსტრუქცია უზრუნველყოფენ როგორც საოცარ კომფორტს, ისე მის ჰარმონიულ დიალოგს სივრცესთან. ის გახლავთ ინტერიერის მკვეთრად გამოხატული აქცენტური ნივთი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე სასტუმრო კომპლექსის ინტერიერს.
ორიგინალური სავარძელი, რომელიც თავის ესთეტიკაში განასახიერებს 70-იანი წლების დიზაინის მახასიათებელ ფორმებს რეინტერპრეტირებულს თანამედროვე სკულპტურული სიზუსტით. მოდელი Diana თავისი სტრუქტურით აქცენტირებს რბილი გადაკვრისა და სამკლაურებზე დატანილი Glossy Shaded-ის სტილის პრიალა ლაკის დამუშავების სიღმეებს შორის არსებულ ჰარმონიასა და დიალოგს.
ეს უნიკალური დამუშავება განსაზღვრავს მის ინდივიდუალიზმსა და აქცევს გამოყენებული მასალების სიმბიოზს ნაცნობ დიზაინერულ ხელწერად.
₾ 1
Nautilius by Rugiano - მოცულობითი ფორმის ტყავის, ნაბუკის, ხავერდის ან ქსოვილის ლაუნჯი გეომეტრიული სტილის სტელაჟით გვერდზე.
₾ 1
Joss Coffee Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - სკულპტურული შინაარსის ნაკეთობა, რომელიც სრულფასოვნად განასახიერებს დუალიზმის ჰარმონიას. ზოგიერთ მოდელში მარმარილო კომბინირებულია ხესთან, მაშინ როდესაც ღია ტონის ლაკირებული ზედაპირები კონტრასტირებენ თუჯისებრი მეტალის ელემენტებთან.
₾ 1
Casanova by Reflex - გლამურული სტილის კომპაქტური დივანი ქსოვილსა ან ტყავში, ბუმბულის შიგთავსით, San-Marco-ს სტილის ელეგანტური ნაკერებით, მასიური ხის კარკასით და განსხვავებულ ფერში ხელმისაწვდომი მურანოს შუშის ფეხით.
₾ 1
Ippolita by Laura Meroni - ნიჟარისებრი კონტურის ელეგანტური სავარძელი მაღალი ზურგით და მასიური ხის ფეხით, ინსპირირებული 1970-იანი წლების რეტრო დიზაინით.
₾ 1
Joss by HESSENTIA Cornelio Capellini - სკულპტურული ფორმის მცირე მაგიდა მარმარილოს ტოპით.
₾ 1
Concave Coffee Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - მოდერნის სტილის მრგვალი ფორმის ჟურნალის მაგიდა მატისებრი ან პრიალა ლაკირებული ხის კარკასით სამ-განზომილებიანი მარმარილოს ტოპით, რომელიც ამდიდრებს ინტერიერის სკულპტურული აქცენტით. კონფიგურაცია ითვალისწინებს განსხვავებულ ზომებსა და ფერებს.
₾ 1
Palazzo Ducale Sofa by Reflex - მოდულური წარმომადგენლობითი დივანი მასიური ხის კარკასით, დარბილებული საზურგე ბალიშებით და მატისებრი ბრინჯაოს ფერში ბრაშირებული პლინტუსით, ხელმისაწვდომი როგორც ხავერდში, ისე ქსოვილსა და ტყავში. გამორჩეული სახელურების უკანა მხარეს მომრგვალებული სექციით მისადგამი მაგიდის განსათავსებლად და არტისტიკული ინკუსტრაციების მქონე მურანოს შუშის დეტალებით წინა მხარეს.
₾ 1
Matilda by Bretz - სად იბადება საინტერესო იდეა? რა თქმა უნდა ლამაზ და მყუდრო გარემოში, სადაც განმარტოვდებით საკუთარ ფიქრებთან, იქ სადაც დროის შეგრძნება ქრება და გონება თავისუფლდება ყოველდღიური პრობლემებისაგან.