Diana by Laura Meroni - სკულპტურული დიზაინის მბრუნავი სავარძელი მომრგვალებული კონტურით
Diana by Laura Meroni - მომრგვლებული კონტურის, სკულპტურული აღნაგობისა და დახვეწილი მასალების საოცარი მიქსით გამორჩეული მბრუნავი სავარძელი, შესრულებული Roxana 30-ის კატეგორიის ხავერდის რბილი ბალიშების გამოყენებით, რომლებსაც ჰარმონიულად ავსებს დეკორატიულ სამკლაურებზე, ბაზასა და საზურგე სექციაზე დატანილი 8004 ტიპის პრიალა ლაკის აქცენტი.
მოცემული სავარძელი თავისი დახვეწილი კონტურისა და რაფინირებული ფერთა გამის დამსახურებით ანიჭებს ნებისმიერ ინტერიერს მკვეთრად გამოხატულ არქიტექტურულ ვიზუალს. ხოლომ ინდივიდუალური ფინიშინგების, მოპირკეთებისა და გადაკვრის ფართო ასორტიმენტი იძლევა კომფორტის, ელეგანტურობისა და ძლიერი ვიზუალური ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას.
Diana შეიქმნა ერთიან დიზაინში დახვეწილი არქიტექტურული სტილისა და კომპაქტური სკულპტურული ფორმების გაერთიანების მიზნით. მისი მიმზიდველი სილუეტი და მბრუნავი კონსტრუქცია უზრუნველყოფენ როგორც საოცარ კომფორტს, ისე მის ჰარმონიულ დიალოგს სივრცესთან. ის გახლავთ ინტერიერის მკვეთრად გამოხატული აქცენტური ნივთი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე სასტუმრო კომპლექსის ინტერიერს.
ორიგინალური სავარძელი, რომელიც თავის ესთეტიკაში განასახიერებს 70-იანი წლების დიზაინის მახასიათებელ ფორმებს რეინტერპრეტირებულს თანამედროვე სკულპტურული სიზუსტით. მოდელი Diana თავისი სტრუქტურით აქცენტირებს რბილი გადაკვრისა და სამკლაურებზე დატანილი Glossy Shaded-ის სტილის პრიალა ლაკის დამუშავების სიღმეებს შორის არსებულ ჰარმონიასა და დიალოგს.
ეს უნიკალური დამუშავება განსაზღვრავს მის ინდივიდუალიზმსა და აქცევს გამოყენებული მასალების სიმბიოზს ნაცნობ დიზაინერულ ხელწერად.
ბრენდი: LAURA MERONI
დიზაინერები: ლეონარდო დაინელლი
კოლექცია: Diana
სტილი: თანამედროვე,
კატეგორია: სავარძელი,
ზომები: 73*92*112H სმ.