AeroZeppelin by Diesel Living for Moroso - ვინტაჟური და არაფორმალური სტილის დამსახურებით, წარმოდგენილი დივნის კონტურის ესთეტიკა განისაზღვრება თვალსაჩინო დიზაინერული ნაკერებით, რომლებიც ქმნიან მკვეთრი ვიზუალური სტრუქტურის მქონე ქსელს, რომელიც გვაგონებს ადრეული კომერციული მგზავრობისთვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდის - Zeppelin-ის დიზაინს.
მისი სავარძელი პუფთან ერთად წარმოადგენს განსხვავებული ზომის მოდულებისგან შემდგარი რბილი ავეჯის სისტემის ნაწილს, რომელთა კომბინირებითაც შესაძლებელია მრავალფეროვანი კონფიგურაციების შექმნა. კარკასის მოცულობით "პლატფორმა"-ს ავსებს რბილი და კომპაქტური ზომის ბალიშები, რომლებიც ავსებენ საზურგე ნაწილსა და სამკლაურებს, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს დივნის სტილის საკუთარი ინტერპრეტაციით აწყობის საშუალებას.
Gimme Shelter Sofa by Diesel Designers for Moroso, 2013. - ინდუსტრიული სტილის მაღალზურგიანი კანეპე შექმნილი იმისთვის, რომ უზრუნველყოს პრივატული გარემო დიდი სივრცით. კანეპე მზადდება ორ შესაძლო კონფიგურაციაში, განსხვავებული სიმააღლით და სიგანით. კონტურის სიმარტივე მალავს ე.წ. "პრივატულ" გარემოს და აძლევს მასზე მჯდომს საშუალებას რათა მაქსიმალურად ისიამოვნოს ინტიმური განმარტოვებით, სადაც არ უნდა იყოს ის სახლისა თუ საზოგადოებრივი სივრცის პირობებში. ხოლო ჟაკარდის ქსოვილის საოცარი პრინტი მნიშვნელოვნად აძლიერებს კომფორტის შეგრძნებას.
დამზადებულია ცეცხლგამძლე პოლიურეთანისგან, შიდა მეტალის კარკასით. ბაზა ასევე დამუშავებულ მეტალში.