Koibuchi Bookcase by Qeeboo - მაესტრო სტეფანოს ჯოვანიონის ინსპირაციით შექმნილი თანამედროვე წიგნების სტელაჟი, რომლის შთაგონების წყაროდაც იქცა ერთმანეთის გვერდით მდებარე ქვები, დამზადებული გადამუშავებადი პოლიურეთანისგან, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორ. ჰორიზონტალური ისე ვერტიკალური განლაგების შემთხვევაშიც, ნებისმიერ სივრცეში, ასევე ტიხრად ან ერთგვარ გამოყ სეპარატორად.
Maverick by Arketipo Firenze - "მავერიკი - სტილისტურ საზღვრებს მიღმა". ხშირად ამ სიტყვის ხსენება საკმარისია ხოლმე და ტანში ჟრუანტელი გივლის. ამასთან ერთად გეუფლება პროტესტისა და მეამბოხეობის განცდა, მრავალფეროვანი კულტურების გავლენა, მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა, რომლის წინაშეც ვიხრით თავს.
დახვეწილი სტრუქტურის მცირე მაგიდების სეტი, ინსპირირებული რეაქტიული თვითმფრინავების დიზაინით და მათი აეროდინამიური კონტურით, გამორჩეული ფერთა მკვეთრი გამით, უკომპრომისო სიმსუბუქითა და ელეგანტურობით, ლეგენდარული კონკორდის დიზაინითა და რბილი მომრგვალებული კუთხეებით, ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ ზომაში, მათთვის ვისი ცხოვრებისეული ტემპიც უფროს სწრაფი და განსხვავებულია სხვებისგან, ვინც ბედავს და ყოველთვის აღწევს საწადელს.