Maverick by Arketipo Firenze - აეროდინამიური მაგიდა ინსპირირებული რეაქტიული თვითმფრინავების დიზაინით
Maverick by Arketipo Firenze - "მავერიკი - სტილისტურ საზღვრებს მიღმა". ხშირად ამ სიტყვის ხსენება საკმარისია ხოლმე და ტანში ჟრუანტელი გივლის. ამასთან ერთად გეუფლება პროტესტისა და მეამბოხეობის განცდა, მრავალფეროვანი კულტურების გავლენა, მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა, რომლის წინაშეც ვიხრით თავს.
დახვეწილი სტრუქტურის მცირე მაგიდების სეტი, ინსპირირებული რეაქტიული თვითმფრინავების დიზაინით და მათი აეროდინამიური კონტურით, გამორჩეული ფერთა მკვეთრი გამით, უკომპრომისო სიმსუბუქითა და ელეგანტურობით, ლეგენდარული კონკორდის დიზაინითა და რბილი მომრგვალებული კუთხეებით, ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ ზომაში, მათთვის ვისი ცხოვრებისეული ტემპიც უფროს სწრაფი და განსხვავებულია სხვებისგან, ვინც ბედავს და ყოველთვის აღწევს საწადელს.
ზომები: დიამ. 120*37,5 სმ.
ზომები: დიამ. 50*44 სმ.
ზომები: დიამ. 50*56 სმ.