Allesandra by Javier Mariscal for Moroso, 1995. Curve: the loveliest distance between two points (Mae West).
ესპანელი დიზაინერის ვიზუალური მემკვიდრეობა საფუძველს იღებს კომიქსების ჟურნალებიდან და წიგნებიდან, რომელთა პერსონაჟების (Alessandra, Eulalia Perez, Saula Marina, etc.) ზეგავლენითაც შეიქმნა მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი. თითქოს ისინი გაცოცხლდნენ და დროებით გადმოვიდნენ კომიკური მოთხრობების ფურცლებიდან ჩვენს ყოველდღიურობაში, თუმცა ჯადოსნური ზღაპარი გრძელდება აქაც იგივე ირონიით, სარკაზმით და ონავარი მიდგომით თანამედროვე ცხოვრების მიმართ. ანტი-კონფორმისტული, ლიბერტანიალური და პოსტ-მოდერნი. Mariscal-ის დიზაინი ყოველთვის მოგვითხრობს ისტორიას თინეიჯერის თვალთახედვიდან.
დამზადებულია ცეცხლგამძლე ქაფმასალით მეტალის კარკასზე ხის ფეხით.
Ottoman Armchair by Scholten & Baijings for Moroso, 2015. ახალი ქსოვილი, ახალი ტიპის დასვენებისთვის. ეს ახალი ტიპის დასვენების კულტურა გარკვეულწილად წააგავს ტყუილს. სავარძლის სიმაღლე არის სტანდარტულზე დაბალი, თუმცა მისი ღია დიზაინი იძლევა უფრო მეტი და თავისუფალი მოძრაობის საშუალებას. მოცულობითი ზომები, მრავალფენოვანი ტექსტურა და ფერი იყო ძირითად პრიორიტეტებს შორის ზემოხსენებული ქსოვილის დიზაინის შემუშავებისას.
დამზადებულია ცეცხლგამძლე პოლიურეთანის ქაფმასალით მეტალის შიდა კარკასით.
Ron Arad for Moroso, 2008. კიდევ ერთი ინდუსტრიული დიზაინის შედევრი - ადვილად კონფიგურებადი სამ-განზომილებიანი დიაგრამა.
ძირითადი მოდული, რომლის მეშვეობითაც დიზაინერმა განახორციელა ეს პროექტი შეიქმნა პიქსელის ინსპირაციით. ოთხკუთხედი სტრუქტურის მქონე განსხვავებული სიმაღლის რბილი სექციები უზრუნველყოფენ კომპოზიციურ თავისუფლებას, რომელიც აძლიერებს მოდულარიზმს და მიყავს ის სტრუქტურულ კონდიციამდე. შედეგს მივყავართ დაუსრულებელ ფიგურებამდე და კომბინაციებამდე, რომლებიც იკვეთება ინდუსტრიულ დიზაინთან ხელოვნების სამყაროსთვის დამახასიათებელი ღია კრეტიული მიდგომით. სავარძლის ცალკეული მოდულები სინამდვილეში ძალზედ მარტივი მალავენ უდიდეს კონსტრუქციულ, სტრუქტურულ და პროდუქტიურ კომპლექსს. ქვედა სექცია უფრო მყარი რომ დაიჭიროს მეტალის შტიფტი რბილდება ზედა ნაწილში რათა უზრუნველყოს რელაქსაციისთვის აუცილებელი კომფორტი.
Soft Big Easy by Ron Arad for Moroso, 1991. Forms that speak volumes. Volumetric Digressions.
ინდუსტრიული დიზაინის ტრადიციების კიდევ ერთი შესანიშნავი გამგრძელებლის, ებრაელი Ron Arad-ის მიერ 1988 წელს შექმნილი იკონური სავარძლის Big Eeasy-ის სერიის გაგრძელეა დარბილებულ ვერსიაში, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია მოცულობას როგორც მარტივ ფორმას განიცადოს ტრანსფორმაცია დიზაინის პრინციპების დარღვევის გარეშე, ბუნებრივი მასალებისა და საწარმოო პროცესის რეინტერპრეტირების გზით. მოდელი, რომელიც შექმნილია სამშენებლო კომპონენტის იდეისგან, რომელიც შემდგომში იქცა ინდუსტრიულ პროცესად, თავის არსში განასახიერებს ვიზუალურ სირბილეს, კომფორტსა და მოცულობის მთლიანობას. Big Easy წარმოადგენს პოლიეთილენის და როტაციული ქანდაკების საუკეთესო მაგალითს.
Gemma by Daniel Libeskind for Moroso, 2015. დიზაინერული, კრისტალისებრი ფორმის სავარძელი.
ცნობილი Gemma-ს კოლექცია შეიქმნა ფორმის აღქმიდან მომდინარე კონტრასტისა და გამოცდილების იდეის ირგვლივ. მისი სამ-განზომილებიანი გეომეტრიის მკვეთრი ასიმეტრია კონტრასტირებს შიგთავსის სირბილესთან, ხოლო, მისი გრანირებული პროფილი განასახიერებს როგორც ძვირფასი ქვების ფორმას, ისე მე-15 საუკუნის ტიპიური იტალიური გობელენების კომპოზიციებთან. კოლექცია პრაქტიკულად წარმოადგენს გარკვეულ სინერგიას Libeskind-ის კომპლექსურ გეომეტრიასა და Moroso-ს საყოველთაოდ აღიარებულ know-how-ს შორის. თავად დიზაინერი, კოლექციის შექმნის პერიოდში იყო ინსპირირებული ბუნებრივი გეოლოგიური ფორმების სილამაზით, როგორიცაა: კრისტალი, ძვირფასი ქვები, კლდოვანი ფორმირებები. საკუთრივ Moroso-სთვის ამ კოლექციის დიზაინი, რომელიც განასახიერებს კრისტალის ასიმეტრიულ გრანირებას, ემსახურება ორ მიზანს: პირველი - არქიტექტურული ღირებულების ქანდაკების შექმნა სახლებისა და ოფისებისთვის და მეორე - მისი დაკავშირება Libeskind-ის შემოქმედებასთან.
მასალა: განსახვავებული სიმკვრივის არა-დეფორმირებადი ცეცხლგამძლე პოლიურეთანი.