Gemma by Moroso - ასიმეტრიული ფორმის სამგანზომილებიანი სავარძელი

Gemma by Daniel Libeskind for Moroso, 2015. დიზაინერული, კრისტალისებრი ფორმის სავარძელი.

ცნობილი Gemma-ს კოლექცია შეიქმნა ფორმის აღქმიდან მომდინარე კონტრასტისა და გამოცდილების იდეის ირგვლივ. მისი სამ-განზომილებიანი გეომეტრიის მკვეთრი ასიმეტრია კონტრასტირებს შიგთავსის სირბილესთან, ხოლო, მისი გრანირებული პროფილი განასახიერებს როგორც ძვირფასი ქვების ფორმას, ისე მე-15 საუკუნის ტიპიური იტალიური გობელენების კომპოზიციებთან. კოლექცია პრაქტიკულად წარმოადგენს გარკვეულ სინერგიას Libeskind-ის კომპლექსურ გეომეტრიასა და Moroso-ს საყოველთაოდ აღიარებულ know-how-ს შორის. თავად დიზაინერი, კოლექციის შექმნის პერიოდში იყო ინსპირირებული ბუნებრივი გეოლოგიური ფორმების სილამაზით, როგორიცაა: კრისტალი, ძვირფასი ქვები, კლდოვანი ფორმირებები. საკუთრივ Moroso-სთვის ამ კოლექციის დიზაინი, რომელიც განასახიერებს კრისტალის ასიმეტრიულ გრანირებას, ემსახურება ორ მიზანს: პირველი - არქიტექტურული ღირებულების ქანდაკების შექმნა სახლებისა და ოფისებისთვის და მეორე - მისი დაკავშირება Libeskind-ის შემოქმედებასთან.

მასალა: განსახვავებული სიმკვრივის არა-დეფორმირებადი ცეცხლგამძლე პოლიურეთანი.  

ონლაინ განვადება:

ბრენდი: MOROSO

კოლექცია: Gemma

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: სავარძელი,

ზომები: