Gogan by Moroso - მოდერნის სტილის იკონური სავარძელი ინსპირირებული იაპონური აქცენტებით
Gogan-ი, რბილი ქანდაკება, ხელოვნების ნიმუში. პატრისია ურქიოლას ერთ-ერთი იკონური ნამუშევარი Moroso-სათვის, რომლის ინპირაციაც დაკავშირებულია იაპონურ ქვებთან, რომლებიც დროისა და წყლის ზემოქმედების შედეგად საინტერესო ფორმებსა და იდეალურ, გლუვ კონტურებს იღენენ.
სავარძლის უჩვეულო ფორმის მიუხედავად ის საკმაოდ კომფორტულია, მეტიც დაბალი, უკან გადახრილი საზურგე წარმოქმნის ბლაგვ კუთხეს, რომელიც თავის მხრივ დივანზე განთავსებისას გვაძლევს უფრო მეტ თავისუფლებასა და მოდუნების საშუალებას.
სავარძლის სტრუქტურა - ხე. დასარბილებლად გამოყენებულია სხვადასხვა სიმკვრივის არააალებადი პოლიურეთანის ქაფი, ხოლო გადასაკრავად მოროსო გვთავაზობს სხვადასხვა კატეგორიისა და დიზაინის ქსოვილებს: 121, 134, 135, 136, 138, F18, K01, K02, K03, K78, S10, S14