Ocean 7 by Bretz - ლოფტის სტილის მოდულური დივანი განიერი შეზლონგით დაბალ ბაზაზე
როდესაც იქმნება ავეჯის დიზაინი, მას ყოველთვის უხილავ ფონად მოყვება ხასიათი, ის იდეალური ინტერიერი რომლის მიხედვიდაც მას ქმნიდა დიზაინერი წარმოსახვაში: დიდი ლოფტისებრი მისაღები, რომელსაც ცენტრში ოკეანესავით უკიდეგანო ფუმფულა სექციური დივანი OCEAN 7 ამშვენებს, ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები კი ლამაზად ეფინება ბოჰემური ხავერდის ქსოვილს, თითქოს და მართლაც ოკეანე ლივლივებდესო. ის ყველა მხრიდან კომფორტული და დახვეწილია, არასდროს საჭიროებს ფიქრს თუ სად მოთავსდე.
შეკვეთისას ყველა დეტალი თქვენს არჩევანზეა: ზომა, ფერი, ქსოვილი. შესაძლებლობები უსაზღვროა...
შეკვეთის შემდგომაც კი დივნის მოძრავი სექციები გაძლევთ შესაძლებლობას ხშირად ცვალოდ ოთახის ინტერიერი.