Lipari Rectangular Umbrella 250*350 by Unopiu - თანამედროვე სტილის მართკუთხედი ქოლგა ხის კორპუსით
Lipari Rectangular Umbrella 250*350 by Unopiu - თანამედროვე სტილის მართკუთხედი ქოლგა, ხელმისაწვდომი 5 განსხვავებულ ფერში: თეთრი, თოკისფერი, ჟანგისფერი, ყავისფერი და მოცისფრო-რუხისფერი. როგორც აღნიშნული კოლექციის ყველა სხვა მოდელი Lipari-ს ქოლგაც მზადდება ხელით, გააჩნია ხის სტრუქტურა 6 სმ.-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური ღერძით და 100%-იანი აკრილის ქსოვილისგან დამზადებული კანოპი, რომელიც იხსნება მარტივად გამოქაჩვით ან თოკის მეშვეობით.
წარმოდგენილი მოდელი იდეალურია როგორც აუზის პირას კომფორტული საჩრდილობელი და სარელაქსაციო ზონების მოსაწყობად, ისე ტერასაზე ან ეზოში ღია ცის ქვეშ სასადილო ან საცხოვრებელი სივრცის ორგანიზებისთვის, განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება მართკუთხედი ფორმის ტიკის ხისგან დამზადებულ სასადილო მაგიდებთან კომბინაციაში.
რაც შეეხება ბაზის პლინტუსს რომელზეც განთავსებულია ცენტრალური ღერძი, იგი დამზადებულია გალვანიზებული მეტალისგან დაფარული გრაფიტისფერი საღებავით.
ზომები: 250*350*H277 სმ.