ამ ელეგანტური და ღრმა სკულპტურის სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ჰაბიბი“, რომელიც „ჩემ სიყვარულს“ ნიშნავს. გამოკვეთილი გლუვი და მბზინავი ხაზებით, რომლებიც ერთი მხრივ მის ჰიპნოტურ თვალებს ქმნიან, დამზადებულია იტალიური თეთრი კერამიკისგან, რომელიც შიგადაშიგ წყალგაუმტარი საღებავით არის ემალირებული. წარმოდგენილია ასევე მატ ან პოლირებულ შავ ფერებში. ხელნაკეთია იტალიაში.
არტ-დეკოს სტილის საწერი მაგიდა მაღალი ხარისხის დამუშავებული მასიური ხის კარკასით, რომელშიც უპირველეს ყოვლისა იკითხება მკაცრი გეომეტრიული სიმეტრია და სწორი ხაზები, რაც თავის მხრივ განასახიერებს წესრიგსა და რაციონალიზმს. ხოლო, მეტალის ინკუსტრაციები და ტყავის ფუნქციონალური დეტალები მატებს მას თავისებურ უნიკალურობას.
Nuovo Classico Milanese Collection.
Avangarde by Reflex - გლამურული სტილის ტელევიზორის სადგამი მასიური ხის გეომეტრიული კორპუსით, სარკისებრი ან ტონირებული შუშის ექსტერიერით, Push-Pull სისტემის გამოსახსნელი რამდენიმე სათავსო განყოფილებით, ხელმისაწვდომი სურვილისამებრ მურანოს შუშის ელეგანტური სახელურებით.
Prisma Steel Console by Reflex - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე კედლის კონსოლი-დრესუარი გრაფიტის, მატისებრი ბრინჯაოს, ტიტანისფერი ან ბრაშირებული მეტალის ფეხზე, ბრინჯაოს ან ტონირებული შუშის პლინტუსით და ტრანსპარენტული შუშის ან მარმარილო-შუშის ზედაპირით.
Foulard 50 E 60 by Reflex - სკულპტურული ფორმის მისადგამი მაგიდა ნაწრთობი შუშის სტრუქტურით, ხელმისაწვდომი 5 განსხვავებულ ფერში.
Giulietta - Romeo Settimanale by Reflex - საკულტო დიზაინის მაღალი გლამურული კომოდი, მომრგვალებული პრიალა ლაკირებული ან მატისებრი ხის ფასადით, ორიგინალური გამოხსნის მექანიზმის მქონე 5 უჯრით და შუშის ტოპით და ტყავი დეტალებით უჯრებს შორის, ფასადის ფერში დამუშავებული ზედაპირით.