Ada by Twils - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე საწოლი დაბალ ბაზაზე, მაღალი ჰედბორდით და ორი მოცულობითი ბალიშით, რომელიც გამოირჩევა თავისი ანალოგებისგან მინიმალური მოცულობებით და ზოგადი სირბილით, რაც მას ანიჭებს გრაციოზულობისა და საოცარი სიმსუბუქის ეფექტს.
Memory Fresh Blue Topper by Manifattura Falomo - ბოლო თაობის ვისკოელასტიური ქაფისგან დამზადებული მატრასის ტოპერი, რომელიც გამოირჩევა სიგრილით და მნიშვნელოვანი კომფორტით. მაღალი ადაპტაციის უნარებიდან გამომდინარე, იგი ამცირებს ზეწოლას მატრასის ზედაპირზე, რითიც უზრუნველყოფს ხარისხიან დასვენებას ღამის საათებში.
ტოპერის კომპაქტური კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი მარტივად გადატანა.
Downtown Lounge Armchair by Poltrona Frau - ელეგანტური და სენსუალური, აეროდინამიური კონტურის რეკლაინერი სავარძელი ოდნავ გადახრილი პოზიციით, კომფორტული თავის ბალიშის მხარდაჭერით, მასიური ხის კარკასით და განსხვავებული ფინიშინგებით, აღჭურვილი ე.წ. Return-ის მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს სავარძლის 360 გრადუსიან ბრუნვას და ავტომატურ დაბრუნებას საწყის პოზიციაში, იდეალურად თავსებადი როგორც რეზიდენციური გამოყენებისთვის ინტერიერში, ისე კაბინეტსა და ოფისის გარემოში.
ხელმისაწვდომია როგორც მასიური ხის, ისე პრიალა ალუმინიუმის ფეხით, ექსკლუზიურ ტყავსა და ქსოვილებში, პუფით ან მის გარეშე.