მოდულარული დივნის მარჯვენა ელემენტი - მოსასვენებელი ლაუნჯი მასიური ხის კარკასით. საჯდომი და საზურგე ბალიშები მოსახსნელი შალითით.
Collection Paris
Nara Desc by Galimberti Nino - არტ-დეკოს სტილის საწერი მაგიდა ინსპირირებული ძველი იაპონური ქალაქი Nara-ს ორიენტალური შთაგონებით, საიდანაც მოდის მთელი კოლექციის დასახელება. სტილისტურად ექსპრესიული, რაფინირებული და უაღესად დახვეწილი მაგიდა შესრულებულია მარტივი, თუმცა ელეგანტური დიზაინით ბევრი ძვირფასი მასალის კომბინირებით, რაც სძენს მას განუმეორებლად მდიდრულ ვიზუალს.
Nuovo Classico Milanese Collection
Signore Degli Anelli 72 Steel by REFLEX - თანამედროვე სასადილო მაგიდა მეტალის ცილინდრისებრი ფეხებით. სადგამი შესაძლებელია ლატუნისფერ, მუქლატუნისფერ და ტიტანიუმის ბაზაზე. ზედაპირი იმეორებს სადგამის ფერს, რომელიც გახლავთ 40 მმ სისქის ხე, რაშიც მოთავსებულია სასურველი MarmoReflex-ი (მარმარილო-შუშა) ან LegnoReflex (ხე-შუშა).
Ellipse Vetrina by Reflex - ელეგანტური მომრგვალებული ფორმის შუშის ვიტრინა ხელმსაწვდომი შავი ან თეთრი პრიალა შუშის ძირით და ტრანსპარენტული შუშის ტოპით, ფასადური 2 კარით მეტალის ჩამკეტებზე და რეგულირებადი შუშის თაროებით, დამატებითი LED განათების შესაძლებლობით.
კოლექცია ითვალისწინებს მოდელის 2 განსხვავებულ კონფიგურაციას და ზომას.