Asmara by Galimberti Nino - ელეგანტური, ნეოკლასიკური სტილის კომოდი 6 უჯრით. მასიური ხის კარკასით, ლაკირებული ფასადით და უკანა პანელით. უჯრები უმაღლესი ხარისხის Blumotion-ის მექანიზმებზე სამუხრუჭე სისტემებით. მეტალის სახელურები ლატუნის ან ბრინჯაოს ფინიშინგით.
Paris Collection.
არტ-დეკოს სტილის საწერი მაგიდა, მაღალი ხარისხის დამუშავებული მასიური ხის კარკასით, რომელშიც უპირველეს ყოვლისა იკითხება მკაცრი გეომეტრიული სიმეტრია და სწორი ხაზები, რაც თავის მხრივ განასახიერებს წესრიგსა და რაციონალიზმს. ხოლო, მეტალის ინკუსტრაციები და ტყავის ფუნქციონალური დეტალები მატებს მას თავისებურ უნიკალურობას.
Nuovo Classico Milanese Collection
Musa Buffet by Reflex - თანამედროვე სტილი გეომეტრიული კონსოლი მარმარილო-შუშის ფასადით, ხის კარკასით და ბრაშირებული მეტალის მაღალ ფეხზე, დეკორის ელეგანტური ელემენტებით.
Extra clear mirror glass 5mm thick with bevel. Wooden frame in satin finish brass and titanium.
Adone Pouf by Reflex - თანამედროვე დიზაინისა და განიერი ფორმების მქონე მისადგამი პუფი უმაღლესი კატეგორიის ქსოვილსა და ტყავში. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ჟურნალის მაგიდა ან ცალკე დიზაინერული ელემენტი, მასიური ხის კარკასით.
იკონური Auto Reverse-ის დივანი ეფუძნება შეხების პრინციპის იდეას. ჯუზეპე ვიგანოს მოდის კონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ელეგანტური ავეჯი, ის საშუალებას გაძლევთ თამაშობდეთ ფორმასა და სტილში. Auto-Reverse არ არის მხოლოდ კრეატიული, ის აყალიბებს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ. ბალიშების სტრუქტურა აგებულია ოთხმხრივი ზიპით, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ათამაშოთ კომბინაციები, რომლებიც ერთ მხარეს შეიცავს ტყავს, ხოლო მეორე მხარეს ქსოვილს. მას აქვს ქრომატული დასრულება, თამაშობს გრძნობებთან, ინარჩუნებს ფრთხილ ელეგანტურობას. ეს არის იდეა, რომელიც არ ერიდება ყოფნას, Arketipo იდეაა.