₾ 1
Book by Twils - ფორმალური სტილის ელეგანტური საწოლი ინსპირირებული ღია-გადაშლილი წიგნის დიზაინით, ბრაშირებული მეტალის ფეხზე, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Venus by Twils - სტილისტურად დახვეწილი გეომეტრიული ფორმის საწოლი ელეგანტური კაპიტონეს ჰიდბორდით.
₾ 1
Karen by Twils - დელიკატური კონტურის მქონე თანამედროვე საწოლი დრაპირებული ქსოვილის ჰიდბორდით.
₾ 1
Logan by Twils - მოდერნის სტილის თხელი საწოლი მსუბუქი ესთეტიკითა და ვიზუალით, ბრაშირებული მეტალის მაღალ ფეხზე.
₾ 1
Panama by Twils - თეატრალური ვიზუალის მქონე საწოლი ორმაგი პროფილის ჰიდბორდით და შენათებით.
₾ 1
Kumo by Twils - თანამედროვე სტილის ორადგილიანი საწოლი ბრაშირებული მეტალის დაბალ ფეხზე, რომელიც თავისი დიზაინის არსში განასახიერებს სითბოსა და კომფორტის კონცეფციას, რაც ნებისმიერი საწოლის მთავარი ელემენტია. კომპაქტური და დაბალანსებული ჰიდბორდი ორ ნაწილად გაყოფილია, რომელიც იგივე კოლექციის დივნის ორ დიდ ბალიშს მოგაგონებთ. სპეციალური საყრდენი სისტემის დამსახურებით, იგი ერთი შეხედვით თითქოს ლევიტირებს ჰაერში, რაც მას კიდევ უფრო ჰაეროვანს ვიზუალს ანიჭებს და ღრუბელზე ყოფნის შეგრძნებას აძლიერებს. მოდელი ხელმისაწვდომია განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
SP 2802 Alto by Twils - მოდერნის სტილის მიმზიდველი საწოლი თხელი დახრილი სათავე განყოფილებით, მოცულობითი ბალიშებით და უაღრესად დინამიური ვიზუალით, ბრაშირებული მეტალის მაღალ ფეხზე, შექმნილი უმთავრესილად ახალგაზრდა წყვილებისთვის, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
Attico has a slim and elegant silhouette which is enhanced by the slope of the headboard. The two comfortable cushions on the backrest can be upholstered in the same fabric as the structure or in a contrasting material. The bedstead come in two different heights to further define the style of your bed.
₾ 1
ST 50 Console by Laura Meroni - მინიმალისტური სტილის კონსოლი-დრესუარი ორი უჯრით, გაფორმებული განსხვავებული ბრაშირების მქონე მეტალის ელეგანტური ფირფიტებით, რომლებიც ანიჭებს მას უაღესად დახვეწილი ფუფუნების საგნის ანტურაჟს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შემოსასვლელში, ისე ნებისმიერი ოთახის ინტერიერის ელემენტად, საწერი მაგიდის ან ე.წ. მეიქაფის სახით საძინებელ ზონაში. მოდელი ხელმისაწვდომი Star-ის კოლექციაში შემავალი ყველა მეტალის ფინიშინგით.
₾ 1
Circular Chronicles by Qeeboo - მრგვალი ფორმის საავტორო ხალიჩა "Circular Chronicles" წარმოადგენს "Linescapes"-ის კოლექციის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მოიცავს პუფების, ბალიშებისა და ხალიჩების ფართო ასორტიმენტს და რომელიც გამოირჩევა დიზაინერ შანტელ მარტინის ხელწერად ქცეული შავი და თეთრი ხაზებით, ტექსტებითა და სტილიზებული ილუსტრაციებით. ტრენდული ხალიჩების სერია მოიცავს როგორც მრგვალ, ისე მართკუთხა ფორმატებს, რომელთაგან მართკუთხა ხელმისაწვდომია ორი ზომის ვარიანტში.
₾ 1
Feel HD Topper by Manifattura Falomo - მატრასის თხელი ტოპერი დამზადებული ბოლო თაობის Feel HD ქაფმასალისგან, რომელიც მაღალი ელასტიურობის წყალობით ამცირებს ზეწოლის ხარისხს მატრასთან კონტაქტისას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მშვიდ და კომფორტულ ძილს. ეს გახლავთ 6 სმ. სისქის მქონე სპეციალური ტოპერი საგანგებოდ შემუშავებული მატრასის მხარდამჭერი ფუნქციის კორექტირების, ინდივიდუალური მორგების და ოპტიმიზაციის მიზნით, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად ამცირებს მანძილს მატრასის ზედაპირსა და სხეულს შორის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ღამის ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
ტოპერის კომპაქტური კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი მარტივად გადატანა სხვა მისამართზე.
₾ 1
Cocoon Leather by Cattelan Italia - კომპაქტური ზომის მრავალფუნქციური დესკი განკუთვნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის კაბინეტისთვის, სახლის ოფისად, საძინებელ ზონაში მეიქაფის მაგიდის ნაცვლად, შემოსასვლელის კონსოლის სახით და მრავალი სხვა დანიშნულებით, ტყავის ან კერამიკური ზედაპირის შესაძლებლობით, ბრაშირებული ექსკლუზიური ბრინჯაოსფერი ფინიშინგის მქონე მეტალის ან რუხი ბრინჯაოსებრი მეტალის კორპუსით, რომელიც აძლევს მაგიდას იმპრეზიულ დიზაინერულ აქცენტს.