Comodino Norman by NOVAMOBILI - თანამედროვე სტილის საძინებლის ტუმბო ხის კორპუსით ნოჩე კანალეტოში და 2 უჯრით, ტოპი კარარას მარმარილოში. კონფიგურაცია ითვალისწინებს ასევე ტყავის ზედაპირის ოფციას.
Pigalle დიზაინერული ბარის სკამის შთაგონება კლასიკური წყაროდან მოდის: ქალის სხეულის კონტურებიდან. აბაკას თოკის ძაფები ინდივიდუალურად არის მიბმული ხელით, 3000-ზე მეტი კვანძით, ხელითვე გამოძერწილ ფოლადის ჩარჩოზე.
AMET Sedia Leather - თანამედროვე სტილის სკამი გაძლიერებული გარეგანი San Marco-ს ტიპის ტყავის გოფრირებით, რომლის შეცვლას შესაძლებელია კონკრეტული პროექტის შესაბამისად. მაღალის ხარისხის ხის კარკასი შესაძლებელია მეტალის, ლაკირებული ან მატისებრი ხის ზედაპირით.
Baggy Bed by Moroso in collaboration with Diesel Living - Glenn Martens-ის სამხატვრო ხელმძღვანელობით Contravento-სთან კოლაბორაციით შექმნილი ულტრა-თანამედროვე სტილის საწოლი Baggy, მოცულობითი ფორმების, მოულოდნელი კომფორტისა და დამამშვიდებელი პროპორციების ენაზე განასახიერებს Diesel Living-ის საოცარ ესთეტიკას. წარმოდგენილი მოდელი მოიაზრებს საძინებელ ზონას, როგორც ერთგვარ სპონტანურ და არაფორმალურ სივრცეს, სადაც სირბილე და ეგზისტენციალიზმი თანაარსებობენ ჰარმონიაში.
მოცულობითი, კომფორტული ზედაპირები განსაზღვრავენ მცურავი და აეროდინამიური ფორმის მოცულობას, ხოლო დიზაინერული ნაკერები და დეტალები გვახსნებენ Diesel Living-ის ჩვეულ სტილს. გოფრირებული დეკორი აძლიერებს კომფორტის განცდას, ქმნის რა რბილი ფორმის დეკონსტრუირებულ ვიზუალს, რომელიც მოგვიწოდებს დასვენებისა და ურთიერთობისკენ.
თავისუფალი და დინამიური ხასიათის თანამედროვე ინტერიერისთვის შექმნილი საწოლი Baggy მოიაზრებს თავის დიზაინში წარმოების სიზუსტით შესრულებულ ექსპერიმენტალურ მიდომას. ხოლო, წარმოდგენილი კოლექციისთვის საგანგებოდ შექმნილი ჯინსის ეფექტის მქონე ჟაკარდის ქსოვილი ანიჭებს მას ინდივიდუალურობას, გადმოაქვს რა Diesel-ის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მასალა საცხოვრებლ ინტერიერში.