Cannes Sofa by HESSENTIA Cornelio Cappellini - ამ კოლექციის ნებისმიერ დივანს გააჩნია მოხრილი ხის მასალისგან დამზადებული რამდენიმე ოვალური ელემენტი, რომელიც ეკვრება დასაჯდომ სექციას, მას შემდეგ, რაც იგი არტიზანული წესების გათვალისწინებით გადაკრულ იქნება ხელით ტყავით ან ქსოვილით. აბსოლუტურად ყველა ზურგის ელემენტზე განთავსებულია რბილი ბალიში, რომელიც იხუტებს მას, ვისაც აქვს მასზე ჯდომის სიამოვნება. ხოლო ბალიშების ინდივიდუალური დიზაინერული ნაკერები ხდის მას უფრო ექსკლუზიურს.
მისაღებ სივრცეში განთავსების შემთხვევაში, დივანი ხდება ინტერიერის უპირობო პროტაგონისტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ძვირფასი დეტალები ჩანს ყველა მხრიდან. იგი თავისუფლად შეიძლება დაიდგას თანამედროვე სტილის ვილებში ან ძველ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ საცხოვრებელ სახლებში.
Ovo Adriani e Rossi-სგან ელეგანტური კერამიკული ნაკეთობაა. სხვადასხვა ზომისა და ფინიშინგის მქონე ეს დიზაინერული ელემენტი შემქნილია შუშის კერამიკისგან. მზადების პროცესი აძლევს კერამიკას უზადო ბზინვარებას. ხელნაკეთია იტალიაში. წარმოდგენილია ხუთ ზომაში.
დახვეწილი დიზაინის სავარძელი Matilda კენეტ კობონპუესგან, რომლის გეომეტრიული სტრუქტურაც შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან: მინიმალური დეტალების კარკასისა და რატანგის სქელი ზოლებისგან, რომელიც კომბინაციაში ქმნის მოცულობით, მჭიდრო სტრუქტურას. წარმოდგენილია როგორც შიდა, ასევე გარე ავეჯის ვერსიებში.
Petalo Poltroncina by Reflex - გლამურული სტილის მომრგვალებული სკამი სახელურებით ან მის გარეშე მეტალის ნახევრად-ცირკულარული ბაზით მატისებრი თითბერის ან ტიტანიუმის ბრაშირებით, სურვილის შემთხვევაში საგორავებელი ბორბლებით. საჯდომი სექცია მაღალი ხარისხის ქსოვილსა ან ტყავში.