Saula Marina by Moroso. Javier Mariscal, 1995 - ეზიარეთ Saula Marina-ს დივნის ავანგარდულ ატმოსფეროს. ნაკეთობა, რომელიც გამოდის ტრადიციული დიზაინის ფარგლებიდან და ასახავს მარისკალის ვიზუალური მემკვიდრეობის მეომბოხე სულისკვეთებას, რომელიც იღებდა შთაგონებას კომიქსებიდან. ალესანდრა, ეულალია, პერესი და საკუთრივ საულა მარინა თითქოს გადმოვიდნენ მიწისქვეშეთის კომიქსების მხიარული ფურცლებიდან და გვიზიარებენ თანამედროვე ცხოვრების მიმართ არსებული ირონიით გამსჭვალულ კომენტარებს.
Saula Marina განასახიერებს ანტოკომფორმისტულ, ლიბერტანულ და პოსტ-მოდერნისტულ დიზაინს და ერთი შეხედვით მოგვაგონებს მოზარდის ცხოვრებიდან ამოგლეჯილ სიუჟეტსა და შეხედულებას როდესაც გამოცდილება წინ უსწრებს ლოგიკას. მომრგვალებული ფორმებისა და სასიყვარულო სუბსტანციების მიმართ არსებული მარისკალის მისწრაფებით შთაგონებულ დიზაინს გამოყავს აღნიშნული მოდელი ჩვეულებრივი შემოქმედების საზღვრებიდან გარკვეულ უცხოპლანეტურ და ამავდროულად ნაცნობი დროის მონაკვეთში.
მყარად დამუშავებული დეტალებით დამზადებული დივანი Saula Marina გამოირჩევა დატვირთვის მიმართ რეზისტენტული პოლიურეთანის ქაფმასალის დარბილებით და მასიური ხის კარკასით. შედის Moroso-ს საკულტო კოლექცია Los Muebles Amorosos-ის სერიაში.
Mikado 72 Steel by Reflex - თანამედროვე სტილის სასადილო მაგიდა მარმარილოზე გადაკრული მურანოს შუშის ზედაპირით და გრაფიტის პოლირების ეფექტის მქონე მეტალის ფეხით, რომელიც ხელმისაწვდომია - თითბერის, მუქი ფერის თითბერის, ტიტანიუმის ან მუქი ფერის ტიტანიუმის ბრაშირებით. ტოპი - როგორც მარმარილო-შუშის, ისე ექსტრა-წმინდა შუშისა და დაფერილი შუშის კონფიგურაციებში.