₾ 1
Rachel Wood by Cattelan Italia
₾ 1
Scott Wood by Cattelan Italia - მოდერნის სტილის სასადილო მაგიდა ბრაშირებული მეტალის სკულპტურულ ფეხზე, ხის ტოპით, ხელმისაწვდომი განსხვავებული ზედაპირებით.
₾ 1
Falcon by Rugiano - წარმომადგენლობითი საწოლი დარბილებული ტრიფტიქისებრი ჰიდბორდით და მოძრავი გვერდითა პანელებით, რომელთა პოზიციის რეგულირებაც შესაძლებელია სურვილისამებრ (რაც გარკვეულწილად ცვლის საწოლის დიზანს) გულგრილს არ დატოვებს არავის. დაკეცილ მდგომარეობაში საწოლი მყუდრო თავშესაფარის ფორმას იღებს.
₾ 1
Cardiff by Rosini - ორიგინალური დიზაინის თანამედროვე დივანი რეკლაინერი საზურგე მოდულებით და სახელურებით აბსოლუტური კომფორტისთვის, თხელი მეტალის ელეგანტურ ფეხზე.
₾ 1
Gemini by Lenzi - გამჭირვალე შუშის ტოპითა და სამი ცილინდრისაგან შემდგარი ბაზისაგან ძველ ბერძნულ ქანდაკებას მოგვაგონებს. გამჭირვალე შუშის წყალობით მაგიდის სადგამი თავისი დიდებულებით სრულად იმპყრობს ინტერიერს.
₾ 1
Bergere by Reflex - ელეგანტური და უკიდურესად კომფორტული მოცულობითი ფორმის საკლუბო ტიპის ტყავის სავარძელი მაღალი ზურგით, მასიური ხის კარკასზე მყარი პოლიურეთანის ქაფმასალით. ხის ფეხი მატისებრი თითბერის ან ტიტანიუმის შეფერილობით. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ქსოვილის გადაკვრა.
₾ 1
Stealth by Bretz - წახნაგოვანი, ალმასისებრი კონტურის მქონე მცირე და მისადგამი მაგიდების სეტი პრიალა ლაკირებული ზედაპირით ოქროსფერი ან ანტიკური ვერცხლის ფინიშინგებით, რომელიც აძლევს მას ერთგვარ სკულპტურულ აგებულებას და მოცულობას. კოლექცია ითვალისწინებს სამი განსხვავებული ზომისა და სიმაღლის მოდელს.
₾ 1
Fandango by Rugiano - ფუტურისტული დიზაინის საწოლი, რომელიც ხასიათდება მკვეთრი აეროდინამიური სტრუქტურის მქონე ჰიდბორდით და ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის დეკორატიული ელემენტებით. საწოლის მეორე განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ტყავში, ნაბუკსა ან ქსოვილში გაწყობილი თვალისმომჭრელი ზურგი.
₾ 1
Betty by Cattelan Italia - უნიკალური ზიგზაგისებრის სტრუქტურის მოდერნისტული სკამი მთლიანად გადაკრული ტყავით, რომელიც წარმოადგენს იაპონელი დიზაინერის Yasuhiro Shito-კრეატივიზმისა და სტილისტიკური კვლევის შედეგს, მიმზიდველი რბილი სილუეტით და ელეგანტურად ბრაშირებული მეტალის ფეხით, რომელიც შეავსებს ინდივიდუალიზმით ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს.
ხელმისაწვდომია როგორც ტყავში, ისე ქსოვილში.
₾ 1
Glow by Lenzi - ყავის მაგიდების კოლექცია, რომელიც შედგება სხვადასხვა ზომის სამი ელემენტისგან: ყავის მაგიდა სმ Ø x 100 x 30 სთ, ყავის მაგიდა სმ Ø x 80 x 40 სთ, ყავის მაგიდა სმ Ø x 60 x 65 სმ. ყავის ზედაპირი შეიძლება იყოს მარმარილოში ან დაბურულ მინაში. მეტალის ბაზა შეიძლება იყოს ლაქირებული ან ქრომირებული.
₾ 1
Chelsea by Rosini - ელეგანტური დივანი მოძრავი სახელურებით და საზურგე ელემენტებით, ინოვაციური ქაფმასალის მქონე შიგთავსით, პრიალა მეტალის მაღალ ფეხზე, რომლის მექანიზმიც იძლევა საზურგე მოდულებისა და სახელურების საჭიროებისამებრ გადახრის საშუალებას, რაც თავის მხრივ მასზე დასვენებისას განსაკუთრებულ კომფორტის განცდას გვანიჭებს.
₾ 1
HUG Poltrona by Reflex - თანამედროვე სტილის მოცულობითი სავარძელი ქსოვილსა და ტყავში, ბრაშირებული მეტალის მბრუნავ ბაზაზე.