Allesandra by Javier Mariscal for Moroso, 1995. Curve: the loveliest distance between two points (Mae West).
ესპანელი დიზაინერის ვიზუალური მემკვიდრეობა საფუძველს იღებს კომიქსების ჟურნალებიდან და წიგნებიდან, რომელთა პერსონაჟების (Alessandra, Eulalia Perez, Saula Marina, etc.) ზეგავლენითაც შეიქმნა მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი. თითქოს ისინი გაცოცხლდნენ და დროებით გადმოვიდნენ კომიკური მოთხრობების ფურცლებიდან ჩვენს ყოველდღიურობაში, თუმცა ჯადოსნური ზღაპარი გრძელდება აქაც იგივე ირონიით, სარკაზმით და ონავარი მიდგომით თანამედროვე ცხოვრების მიმართ. ანტი-კონფორმისტული, ლიბერტანიალური და პოსტ-მოდერნი. Mariscal-ის დიზაინი ყოველთვის მოგვითხრობს ისტორიას თინეიჯერის თვალთახედვიდან.
დამზადებულია ცეცხლგამძლე ქაფმასალით მეტალის კარკასზე ხის ფეხით.
Ottoman Armchair by Scholten & Baijings for Moroso, 2015. ახალი ქსოვილი, ახალი ტიპის დასვენებისთვის. ეს ახალი ტიპის დასვენების კულტურა გარკვეულწილად წააგავს ტყუილს. სავარძლის სიმაღლე არის სტანდარტულზე დაბალი, თუმცა მისი ღია დიზაინი იძლევა უფრო მეტი და თავისუფალი მოძრაობის საშუალებას. მოცულობითი ზომები, მრავალფენოვანი ტექსტურა და ფერი იყო ძირითად პრიორიტეტებს შორის ზემოხსენებული ქსოვილის დიზაინის შემუშავებისას.
დამზადებულია ცეცხლგამძლე პოლიურეთანის ქაფმასალით მეტალის შიდა კარკასით.
Ron Arad for Moroso, 2008. კიდევ ერთი ინდუსტრიული დიზაინის შედევრი - ადვილად კონფიგურებადი სამ-განზომილებიანი დიაგრამა.
ძირითადი მოდული, რომლის მეშვეობითაც დიზაინერმა განახორციელა ეს პროექტი შეიქმნა პიქსელის ინსპირაციით. ოთხკუთხედი სტრუქტურის მქონე განსხვავებული სიმაღლის რბილი სექციები უზრუნველყოფენ კომპოზიციურ თავისუფლებას, რომელიც აძლიერებს მოდულარიზმს და მიყავს ის სტრუქტურულ კონდიციამდე. შედეგს მივყავართ დაუსრულებელ ფიგურებამდე და კომბინაციებამდე, რომლებიც იკვეთება ინდუსტრიულ დიზაინთან ხელოვნების სამყაროსთვის დამახასიათებელი ღია კრეტიული მიდგომით. სავარძლის ცალკეული მოდულები სინამდვილეში ძალზედ მარტივი მალავენ უდიდეს კონსტრუქციულ, სტრუქტურულ და პროდუქტიურ კომპლექსს. ქვედა სექცია უფრო მყარი რომ დაიჭიროს მეტალის შტიფტი რბილდება ზედა ნაწილში რათა უზრუნველყოს რელაქსაციისთვის აუცილებელი კომფორტი.