₾ 1
Soft Island Sofa by LIU JO LIVING - ეკლეკტიკური და კრეატიული, ტრანსფორმირებადი გასაშლელი დივანი, რომელიც გარდაქმნის ნებისმიერ სივრცეს.
₾ 1
Diamond Storage Unit by HESSENTIA Cornelio Cappellini - ეკლეკტიკური სტილის კონსოლი ელეგანტური მარმარილოს ზედაპირით.
₾ 1
Yin & Yang განასახიერებს საპირისპირო ელემენტების შერწყმას: გეომეტრიული - ორგანული, მოქნილი რატანი - ხისტი ფოლადით და მყარი ფორმა - გამჭვირვალე მოცულობით. ეს პირველი დიზაინი KC კოლექციაში განზრახული იყო, რომ კლასიკური უნდა ყოფილიყო.
₾ 1
Enigma by HESSENTIA Cornelio Cappellini - უნიკალური და რაფინირებული დიზაინის, მომრგვალებული კონტურისა და ფორმების მქონე საწერი მაგიდა მე-19 საუკუნის დასაწყისში დომინანტი "დეკონსტრუვიქტივისტული არქიტექტურის" სტილში. განსხვავებული მოცულობებით და ფუნქციური ესთეტიკით, გარეგნულად უხილავი უჯრებით და უმაღლესი კატეგორიის ტყავის ზედაპირით. ირეგულარიზმის პრინციპით დალაგებული თეთრი და შავი ხის მატრიცით. კონფიგურაცია ითვალისწინებს როგორც მატისებრ, ისე პრიალა ვერსიებს.
₾ 1
Domino by HESSENTIA Cornelio Cappellini - თანამედროვე სტილის ტვ სადგამი მეტალის ფეხზე, მარმარილოს ტოპით, ვერტიკალური ხაზებში შესრულებული სამ განზომილებიანი ფასადით მეტალის ინკუსტრაციებით. იდეალური ბალანსი დიზაინსა და გამოყენებულ მასალებს შორის. მოდელის ძირითად მახასიათებლად მაინც ითვლება ვერტიკალური კონტური ფასადზე, რომელიც დეკორატიული დატვირთვის გარდა ასევე ფუნქციურიცაა.
₾ 1
საშუალო ზომის შავი ფერის დეკორატიული სანათი, დატენვის მექანიზმით.
₾ 1
Gelody by Manifattura Falomo - პრემიალური ხარისხის მატრასი მოსახსნელი შალითით და დიფერენცირებული ზონებით.
₾ 1
Dolcevita 2 Doors Showcase by Galimberti Nino - ელეგანტური ნეოკლასიკური სტილის ვიტრინა მასიური ხის ფასადით და შუშით. უკანა პანელი გადაკრული სინთეტიკური ტყავით. Blumotion-ის მექანიზმებზე.
Como Collection
₾ 1
ძლიერი ვიზუალური ეფექტის მქონე, ელეგანტური ოთხკუთხედი პუფი მასიური ხის კარკასით.
Nuovo classico Milanese collection
₾ 1
Venezia Up by Rosini - დიზაინერული სტილის გასაშლელი დივანი მეტალის ფეხსა და კარკასზე, 14 სმ.-იანი ანტისტატიკური მატრასით, მოსახსნელი შალითით, რომელიც მოიცავს გასაშლელი და სტანდარტული დივნის ყველა სრულფასოვან ფუნქციას, მრავალი საინტერესო და ექსკლუზიური აქსესუარით, რომლებიც მნიშვნელოვნად ამდიდრებენ მის ფუნქციონალს. მინიმალისტური და დახვეწილი კონტურების დივანს გააჩნია ბევრი დამატებითი კონფიგურაცია როგორც სახელურების ისე დამატებითი ოფციების სახით.
₾ 646
Rabbit Chair Black by Qeeboo - საყოველთაოდ აღიარებული დიდი ზომის "ბაჭია-სავარძელი" მატისებრი შავი ფინიშინგით - გახლავთ სტეფანო ჯოვანიონის საკულტო დიზაინის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც გადაიზარდა ძლიერი კომუნიკაციური პოტენციალის მქონე იკონური ქმნილებების სერიაში. საკუთრივ ბაჭიის ინსპირაცია წარმოიქნა მისი სილუეტის საოცარი მსგავსებით სავარძლის სილუეტთან, რომელშიც მისი გრძელი ყურები ასრულებენ საზურგე სექციის ერთგვარ დანიშნულებას. არსებობს სავარძლის მრავალი ფინიშინგები და ორი განსხვავებული ვერსია: უფროსებისა და უმცროსებისთვის - ასევე, მესამე განათებით, რომელიც ასრულებს შიდა/გარე გამოყენების ტორშერის ფუნქციას. სამივე შემთხვევაში, ბავშვებსაც და უფროსებსაც აქვთ შესაძლებლობა დასხდნენ და მიეყრდნონ ზურგით მის ყურებს ან პირიქით გადაიზნიქონ სახით ზურგისკენ და დაეყრდნონ მას. ზოგადად კურდღელი - დასავლურ კულტურაში გახლავთ საყვარელი და ნაზი არსება, რომელიც სიმბოლიზირებს სიყვარულსა და ნაყოფიერებას, ის გახლავთ უაღესად კეთილი ცხოველი, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა და ხვავი ოჯახში.