Turner by Poltrona Frau - იტალიური დიზაინის ოქროს ეპოქის ერთ-ერთი პიონერისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის, ვირტუოზი არქიტექტორისა და დიზაინერის ჯანფრანკო ფრატინის (1926-2004 წწ.) მიერ შექმნილი მბრუნავი წიგნების კარადა-სტელაჟი Turner, რომლის პრეზენტაციაც პირველად მოხდა 1963 წელს Modello 823-ის სახელწოდებით.
მიუხედავად იმისა, რომ Turner თავდაპირველდ ინსპირირებულ იქნა ცალკე მდგომი კლასიკური ინგლისური სტელაჟების დიზაინით, მას შეუძლია თამამდ იტრაბახოს ულტრა-თანამედროვე ფუნქციებით. სამდონიანი საყრდენი კონსტრუქცია ამაღლებულია ვერტიკალურად როგორც ნაგებობა ან მზიდი კედლების გამაგრებული კორპუსის სართული, რომელიც ასრულებს გარკვეული ლიანდაგის ფუნქციას დამატებითი სართულების ან გამყოფი იარუსების დასამატებლად, რაც სურვილისამებრ იძლევა განსხვავებული სკულპტურული კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას მყარი და ცარიელი მოცულობების მუდმივად ცვალებად თამაშში. ამ შემთხვევაში Poltrona Frau გვთავაზობს სკურპულოზურად გააზრებული მაალების განახლებულ კონცეფციას საკულტო დიზაინთან კომბინაციაში, რომელიც შესრულებულია ღრმა ფილოლოგიური პატივისცემით.
Albero Bookcase by Poltrona Frau - 1950-იანი წლების ბოლოს ჯანფრანკო ფრატინის მიერ შემუშავებული ცენტრალური წიგნის სტელაჟი "იატაკიდან-ჭერამდე" Albero, რომელიც თავდაპირველად დამზადებულ იქნა ინტერიერში გამოსაყენებლად და არა მასობრივი წარმოებისთვის. მოდელი ფორმალურად ასოცირდება ნეოლიბერალიზმის პერიოდთან, ხოლო დიზაინისა და დანიშნულების თვალისაზრისით - იატაკიდან ჭერამდე წიგნების სტელაჟის სისტემასთან, რომელიც სარგებლობდა პოპულარობით 1950-60-იან წლებში.
კორპუსი დამზადებულია მასიური კაკლის ხისგან, გააჩნია იმპრესიური სკულპტურული ვიზუალი და განკუთვნილია ინტერიერში ცენტრალური ელემენტის სახით გამოსაყენებლად, Poltrona Frau-ს ლოგოტიპის ლაზერული გრავირებით, ანტიკური გამოსახულების მქონე 4 მეტალის სამაგრი დეტალით.
Dorian by Poltrona Frau - საძინებელი სივრცის ახალი დახვეწილი ელემენტი. სარკე, რომელიც თავისი დიზაინის არსში წარმოადგენს მარტივი ფორმის მართკუთხედს, სადაც ერთმანეთს იდეალურად ერწყმიან წმინდა შუშის მბზინვარე ზედაპირი და მყარი ტყავის სითბო, რომელიც შემოკრულია მთელს პერიმეტრზე. ხოლო, ელეგანტური მინიმალიზმი და ზედმიწევნით ნაფიქრი დეტალები აქცევენ მას მრავალფუნქციური დატვირთვის მქონე აქსესუარად სახლის ნებისმიერი ოთახის ინტერიერში.
წარმოდგენილი მოდელი განასახიერებს Poltrona Frau-ს ყველა ძირითად ღირებულებას: არტიზანულ ოსტატობას, შესრულების სისუფთავეს და ტყავის კულტურას. ამასთან ერთად, ინტიმურ, მშვიდ ელეგანტურობას, რომელიც ხაზს უსვამს სახელოვანი დიზაინერის რობერტო ლაცერონის სიახლოვეს ბრენდის ფილოსოფიასთან.