Giselle by Twils - ელეგანტური სტილის საწოლი მოცულობითი ფორმის რბილი ბალიშებით და ღილებით ექსტერიერზე
Giselle by Twils - ელეგანტური სტილის საწოლი დაბალ ბაზაზე, მოცულობითი ფორმის რბილი ვერტიკალური ბალიშებით და იგივე ქსოვილში დამზადებული ვიზუალურად ხილული ღილებით ექსტერიერზე, რომლის ძირითადი განმასხვავებელი თვისებაც გახლავთ სირბილე და იატაკამდე ჩამოშვებული ფალდები ბაზაზე.
Puro Comfort by Manifattura Falomo - პრემიუმ-კლასის 6 შრიანი მატრასი მოსახსნელი ტოპერით და შალითებით
₾ 1
Puro Comfort by Manifattura Falomo
₾ 1
Baffo by Busnelli - Baffo გახლავთ ჯანი პარესკისა და ეციო დიდონეს მიერ 1969 წელს კომპანიისთვის შექმნილი საკულტო სავარძლის საიუბილეო გამოშვება, რომელიც თავისი ესთეტიკით დღემდე ახერხებს დამთვალიერებელთა გაოცებას. მისი ახალი ვერსია, რომელშიც pied-de-poule ორნამენტის მქონე ქსოვილი იდეალურად კონტრასტირებს ფერადი მეტალის კონსტრუქციასთან ქმნის თვითმყოფად და სტილისტურად დახვეწილ გარემოს. იკონური სავარძლის ახალ ინტერპრეტაციაში აქცენტი უფრო გაკეთდა მასალების ეკოლოგიურობაზე> კომპანიამ უარი თქვა გალვანიზებულ ფინიშინგებზე, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ორიგინალ ვერსიებში, რათა გამოერიცხა ტყვიისა და მავნე ქიმიური ელემენტების გამოყენება.
₾ 1
Secret Garden by Poltrona Frau - თანამედროვე სტილის შეზლონგი დამზადებული ნესტგამძლე მასიური ტიკის ხისგან, ბორბლებზე, ინსპირირებული ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურით, ბრაშირებული მეტალის ელეგანტური დეტალებით, რეკლაინერი სათავით და იდეალური გეომეტრიული კონტურით, რომლის განთავსებაც შესაძლებელია როგორც აუზის პირას, ისე ტერასებსა და ვერანდებზე, გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრებსა თუ გემბანებზე.
₾ 1
Glo Mini Table Lamp by Penta - ლეგენადრული დიზაინერი კარლო კოლომბოს მიერ შექმნილი იკონური მაგიდის სანათების კოლექცია. კონფიგურაცია ითვალისწინებს 3 განსხვავებულ ზომას.
₾ 1
Atrium Wood Console by Cattelan Italia -ელეგანტური მოდერნის სტილის დრესუარი ინკუსტრირებული სარკისებრი შუშის ბაზაზე კანალეტოს ტოპით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Donovan by Cattelan Italia - მოდერნის სტილის ჩეიზ ლაუნჯი განუმეორებელი ინდივიდუალიზმით, თანამედროვე ელეგანტურობითა და ერგონომიით, რომლის დარბილებული შიგთავსი, სათავე ბალიში და გადაკრული ხის სტრუქტურა კომბინაციაში იძლევიან განუმეორებელი კომფორტის განცდას. ბრაშირებული მეტალის ბაზა და მისი ორიგინალური ელემენტები კი ქმნიან გარკვეულ ვიზუალურ ილუზიას, რომლის საფუძველზეც იქმნება ძალზედ დახვეწილი დიზაინერული კომპოზიცია. წარმოდგენელი მოდელი განკუთვნილია როგორც მისაღებ, ისე საძინებელ სივრცესა და კაბინეტებში გამოყენებისთვის.
₾ 1
Swing Chaise Lounge/Sunbed by Unopiu - ელეგანტური შეზლონგი/ჩეიზ ლაუნჯი, დამზადებული რეზისტენტული ტიკის ხისგან, ინსპირირებული აზიური ძენის დიზაინით.
₾ 1
Lipari Rectangular Umbrella 300*400 by Unopiu - თანამედროვე სტილის მართკუთხედი ქოლგა ხის კორპუსით. ხელმისაწვდომი 5 განსხვავებულ ფერში: თეთრი, თოკისფერი, ჟანგისფერი, ყავისფერი და მოცისფრო-რუხისფერი. როგორც აღნიშნული კოლექციის ყველა სხვა მოდელი Lipari-ს ქოლგაც მზადდება ხელით, გააჩნია ხის სტრუქტურა 6 სმ.-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური ღერძით და 100%-იანი აკრილის ქსოვილისგან დამზადებული კანოპი, რომელიც იხსნება მარტივად გამოქაჩვით ან თოკის მეშვეობით.
წარმოდგენილი მოდელი იდეალურია როგორც აუზის პირას კომფორტული საჩრდილობელი და სარელაქსაციო ზონების მოსაწყობად, ისე ტერასაზე ან ეზოში ღია ცის ქვეშ სასადილო ან საცხოვრებელი სივრცის ორგანიზებისთვის, განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება მართკუთხედი ფორმის ტიკის ხისგან დამზადებულ სასადილო მაგიდებთან კომბინაციაში.
რაც შეეხება ბაზის პლინტუსს რომელზეც განთავსებულია ცენტრალური ღერძი, იგი დამზადებულია გალვანიზებული მეტალისგან დაფარული გრაფიტისფერი საღებავით.
₾ 1
Toto Round Table by Qeeboo - ტრენდული და ელეგანტური, გამზადებული შესაკვეთად (Ready to Order) გარე გამოყენების მრგვალი მაგიდა 3 ცილინდრისებრ ფეხზე, ხელმისაწვდომი 4 განსხვავებულ ფერში, რომლის ტენდენციური კოლექციაც მოიაზრებს ასევე მიმზიდველი კონტურის მქონე სკამებს მოდერნის სტილში.
₾ 1
Melody by Rugiano - იმპრესიული ვიზუალის გარე გამოყენების ჩეიზ ლაუნჯი, დამზადებული არტიზანული ტრადიციების გამოყენებით და ხელნაკეთი თოკის ელემენტებით.
₾ 1
პროდუქტის აღწერა