MOROSO-ს ექსკლუზიური ექსპოზიცია კასტელოს შოურუმში

img

გვსურს გაცნობოთ კასტელოს მორიგი წარმატებული პროექტის შესახებ. კერძოდ, დღეიდან ქართველ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩვენს შოურუმში იხილონ, შეაფასონ და შეარჩიონ მსოფლიოს უცნობილესი ბრენდის, იტალიური MOROSO-ს პროდუქცია, ბრენდი, რომლისთვისაც თვით ლეგენდარული დიზაინერი Patricia Urquiola ქმნის მოდელებს, რომელთა უნიკალურობითა და დიზაინერული ხელწერით თავს იწონებს არა მხოლოდ ბრენდი, არამედ მთელი იტალია.

მოხარულები ვართ, რომ MOROSO-მ მოგვანიჭა განსაკუთრებული სტატუსი და კასტელო დღეს  ერთადერთი კომპანიაა ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ამ უნიკალური ბრენდის პროდუქციის ექსპოზიციის ექსკლუზიური უფლება აქვს და ჩვენს ინტერიერულ სალონს ამშვენებს ისეთი იკონური მოდელები როგორიცააა Patricia Urquiola-ს Gogan-ი, Ruff, Redondo და ასევე 2021 წლის უახლესი მოდელი Getlucky-ს სავარძელი.

შოურუმის გაფართოვებასთან ერთად იგეგმება ბრენდებისა და მათი ასორტიმენტის გაფართოვებაც, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად დაგვემატება  MOROSO-ს ბრენდის აუთდორ კოლექციაც, რომელიც თქვენს ყოველგვარ მოლოდინს გადაააჭარბებს!