კასტელოს იტალიური პრემიუმ-კლასის ავეჯის ბრენდის, Smania-ს ექსკლუზიური დილერის სტატუსი მიენიჭა

img

მ.წ  27-28 აგვისტოს კასტელოს შოურუმს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია იტალიური პრემიუმ-კლასის ავეჯის წარმოების ტოპ 5-ეულში შემავალი ბრენდი Smania-ს წარმომადგენლობითი დელეგაცია კომპანიის მფლობელის და გენერალური დირექტორის - ფრანჩესკო სნაიდეროს ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში Castello-სა და Smania-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კასტელოს მიენიჭა ექსკლუზიური დილერის სტატუსი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა Smania-ს 4 ზონისგან შემდგარი Shop-in Shop-ის მოწყობის საკითხებიც, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში კასტელოს გაფართოებულ შოურუმში იხილავთ ბრენდის შთამბეჭდავ ექსპოზიციას. მიმდინარე პერიოდში კი დაწყებულია შეკვეთების მიღება!

Smania - the most modern among the classic and the most classic among the modern!