კასტელოს გუნდი სტუმრად Twils-ის ქარხანაში

img

ამჯერად, სამუშაო ვიზიტით ვეწვიეთ ლომბარდიის რეგიონის ქ. ჩესალტოში განლაგებულ Twils-ის ქარხანას, რომელიც სამართლიანად მოიაზრება იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ პრემიუმ-კლასის საწოლების წარმოების ლიდერ კომპანიად.
ქარხანაში გვიმასპინძლა კომპანიის გენ. დირექტორმა Carlo Pancino-მ. მოგვეცა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა Twils-ის შოურუმი, მაღალტექნოლოგიური წარმოების პროცესი, დავსწრებოდით უშუალოდ ახალი მოდელების შემუშავების პროცესს და შეგვეფასებინა კომპანიის თვისობრივად ახალი მიმართულება - რბილი ავეჯი, რომლის ულამაზესი კოლექციაც, მათ შორის დიზაინის საერთაშორისო ლეგენდად აღიარებული  Achille Castilioni-ის ინსპირაციით შექმნილი იკონური მოდელებიც სულ მალე წარმოდგენილი იქნება ჩვენს გაფართოვებულ შოურუმში.