Amele by Laura Meroni - რაფინირებული დიზაინის მბრუნავი სავარძელი ნიჟარისებრი ზურგით

Amele by Laura Meroni - რაფინირებული დიზაინის მბრუნავი სავარძელი ელეგანტურად მოხრილი ნიჟარისებრი ზურგით, დამზადებული ნატურალური, ლაკირებული ან სპეც. დამუშავების მქონე ხისგან. ხელმისაწვდომი ასევე "Liquid Metal"-ის ვერსიაში.

სავარძლის საზურგე სექცია შესრულებულია იმავე ფინიშინგით, რაც საჯდომი ბალიში, ხოლო მბრუნავი ბაზა რუხი ფერის "Mouse Grey" ბრაშირებული მეტალისგან. 

საზურგე და საჯდომი ბალიშები დამზადებულია რბილი ქაფმასალით. ორივე ელემენტი ხელმისაწვდომია როგორც ტყავის, ისე ხავერდისა და ქსოვილის კონფიგურაციებში.

მომრგვალებული კორპუსისა და რბილი ბალიშების დამსახურებით, რომლებიც იძლევიან ინდივიდუალური ადაპტირების საშუალებას Amelie გვჩუქნის დასვენებისა და რელაქსაციის დაუვიწყარ წუთებს. ხოლო, თავისი უნივერსალური სტრუქტურისა და ინდივიდუალური პერსონალიზაციის წყალობით იდეალურად ეწერება ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერში.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: LAURA MERONI

კოლექცია: Amele

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: სავარძელი,

ზომები: 85*75*71H სმ.