Pebble Rubble by Moroso - ორგანული ფორმის მოდულების სისტემა ძლიერი სცენიკური ვიზუალით
Pebble Rubble by Moroso - წარმოიდგინეთ რომ ჩვენ აღმოვჩნდით უზარმაზარი, საიდუმლოებით აღსავსე ქვის ლოდზე, თითქოს შორეულ წარსულში არაადამიანური ძალით დაჯილდოვებულმა უცნობმა პირმა ასწია და დააყენა ის როგორც მეგალითური სავარძელი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მოულოდნელ ადგილას - ბანკის შესასვლელში, სასტუმროს ვესტიბიულსა ან ბიბლიოთეკის დარბაზში. ბოლოს, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ უახლოვდებით მას და მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ მისი ზედაპირის სირბილეს.
შვედური დიზაინერული დუეტის სოფია ლაგერკვისტისა და ანა ლინდგრენის Front Design-ის მიერ Moroso-ს დაკვეთით შექმნილი მონუმენტალური რბილი ავეჯის სისტემა Pebble Rubble - უპირველეს ყოვლისა გახლავთ სენსორული გამოცდილება. ილუზია, რომელიც გვიწვევს და გვაჯადოვებს, ცვლის ჩვენში ზოგადად დროის აღქმის იდეას. ჩვენი რუტინული ტემპის ფონზე არსებული ბუნების შენელებული და უსაზღვრო რიტმი.
სოფია ლაგერკვისტისა და ანა ლინდგრენის ციტატიდან: "ჩვენი რბილი ავეჯის ახალი სისტემა იღებდა ინსპირაციას ბუნებაში არსებული ფორმებიდან. ბავშობაში ჩვენი სათამაშო მოედნის ფუნქციას შვედეთში არსულებდა ტყე, შესაბამისად ჩვენ განვიხილავდით ქვებს, ხავსსა და წაქსეულ ხეებს როგორც გარკვეულ ავეჯს, რომელზეც შესაძლებელი იყო მოკალათება და დასვენება. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობისას ჩვენს მიერ 3D განზომილებაში დასკანირებულ იქნა ქვები, რომლებიც გვხვდებოდა გზაზე მრავალრიცხოვანი ვიზიტების დროს ტყეში. და ჩვენც დავაკომპონირეთ ზემოხსენებული ორგანული ფორმები ავეჯში".
Pebble Rubble-ის დიზაინი შეიცავს მესიჯს, რომელიც სცილდება ორდინალური დივნის თვისებებისა და ფუნქციის საზღვრებს. ყველაზე მნიშვნელოვან განმასხვავებელ ფუნქციად მაინც ითვლება მასიური ქვის ლოდების მსგავსება ქსოვილით გადაკრულ მოცულობებთან, რომლებიც თითქოს შეუწყვეტი წვიმისა და ქარის მუდმივი ზემოქმედების შედეგად დარბილებულ იქნა ხავსით, რათა ექცია მათი ზედაპირი კომფორტულ და რბილ დასაჯდომად.
ეს გახლავთ მხატვრული ინსტალაცია, რომელიც არ შემოისაზღვრება უბრალო იმიტაციით, არამედ ეფუძნება ხანგრძლივ კვლევას, რომლის საფუძველზეც დიზაინერებმა შეისწავლეს ბუნების ზემოქმედება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
ზომები: