Blisscape Deep by Poltrona Frau - მოდერნის სტილის მოდულური დივანი ტყავის სკულპტურული სტრუქტურით

Blisscape Deep by Poltrona Frau - მოდელის სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური "Bliss+Escape" სიტყვებისგან, რაც ითარგმნება როგორც "ნეტარებით აღსავსე დასვენება". იდეალური სახელწოდება ლუდოვიკა და რობერტო პალომბას ინსპირაციით შექმნილი რბილი ავეჯის ამ სისტემისთვის, რომელიც მოიცავს თავის დიზაინში თანამედროვე კომფორტისა და კეთილდღეობის ყველა ელემენტს. დივანი Blisscape და მისი პუფი გამოირჩევა დახვეწილი სკულპტურული აგებულების მქონე ტყავის კონსტრუქციით, რომელიც გამოიყენება საყრდენ ფუნდამენტად რბილი და მოცულობითი ბალიშებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ხასიათდება სარტორიული ყურადღებით შესრულებული ექსკლუზიური კატეგორიის ტყავის (Pelle Frau) დამუშავებით და უხილავი მეტალის ფეხის წყალობით ერთი შეხედვით ლევიტირებს სივრცეში რამდენიმე სანტიმეტრზე იატაკიდან.

Blisscape-ის ყოვლისმომცველი კოლექცია ითვალისწინებს მრავალ კონფიგურაციას ნებისმიერი ინტერიერის და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
ამ შემთხვევაში ლუდოვკა სერაფინიმ და რობერტო პალომბამ ხელახლა გაიაზრეს წარმოდგენილი რბილი ავეჯის სისტემა, რის შედეგადაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კომფორტსა და კომპოზიციის სისრულეს. მოდულური დივნის ახალი ვერსია Blisscape Deep გადიდებული საჯდომი ბალიშისა და 45 გრადუსიანი დახრის მქონე მოდულური სავარძლის წყალობით მნიშვნელოვნად აძლიერებს მოდუნებისა და რელაქსაციის ხარისხს. მაღალი ვერტიკალური სამკლაური კი ხაზს უსვამს დივნის მახასიათებელ "მოხვევის" ეფექტს, რითიც ქმნის ე.წ. ნიჟარისებრი გარსის განცდას. მოდელი ასევე იძლევა სამკლაურის დახრის რეგულირების საშუალებას. ხოლო, გადაკვრა რომელიც ბოლომდე შესრულებულია მაღალი კატეგორიის Pelle Frau-ს ტყავში, შესაძლებელია შეიცვალოს კატალოგში წარმოდგენილი განსხვავებული ტყავის ან ქსოვილების კონფიგურაციებით. დიზაინის აღნიშნული ევოლუცია გარდასახავს ასიმეტრიული განლაგების მოდულურ დივანს ინდივიდუალური პერსონალიზაციის მქონე კუნძულად, რომელიც ბუნებრივად ადაპტირდება განსხვავებული ტიპის საჭიროებებისადმი და საფუძველს უყრის დახვეწილი დასვენების განსხვავებულ გამოცდილებას.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Poltrona Frau

დიზაინერები: ლუდოვიკა + რობერტო პალომბა

კოლექცია: Blisscape

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: დივანი, კუთხის დივანი,

ზომები: მოდულური