Saruyama by Moroso - სოციალური სტილის კუნძული-დივანი სამი დამოუკიდებელი ელემენტით
Saruyama, Sofa by Moroso. Toshiyuki Kita, 1989. Instinctive variation of the form - სოციალური სტილის კუნძული-დივანი, ინსპირირებული იაპონიის Oita-ს პრეფექტურაში მდებარე Takasaki-ს მთაზე მობინადრე მაკაკის ჯიშის პატარა, სხარტ მაიმუნებზე დაკვირვებით, რომელთა ქცევაშიც განსახიერდება ინსტინქტის განთავისუფლების ცხოველური სურვილი, გარკვეული ონავრობის ჟინი, რომელიც დამალულია ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერში და გადმოიცემა დიზაინის ფორმის მეშვეობით. სილამაზის ბუნების ინტერპრეტაციის მრავალფეროვანი ორგანულ-მორფოლოგიური სეანსების საფუძველზე.
დივანში სამი დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთშემავსებელი ელემენტი, სამი უცვლელი ფორმა ერთიანდება ერთ მომრგვალებული კონტურის მქონე უნიკალურ კუნძულში. პროექტი წარმოადგენს გარკვეული სტილის ცვალებად ლანდშაფტს იმდენად მრავალფენოვანი ფორმით ადაპტირდება ჯდომის, რელაქსაციისა და სოციალური ურთიერთობის კულტურაზე.
დამზადებულია ცეცხლგამძლე პოლიურეთანის ქაფმასალით შიდა მეტალის კარკასზე, ხის სადგამით.
ზომები: