Close to Me by Arketipo Firenze - ფორმისა და კომფორტის ბალანსით გამორჩეული დივანი დიზაინერული ელემენტებით

Close to Me by Arketipo Firenze -  ხანდახან საუკეთესო რამ დედამიწაზე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - თბილი ჩახუტება. Cure-ის ლეგანდარული სიმღერაც "Close to Me" ეძღვნება ზუსტად ამ თემატიკას. ხოლო დივანი "Close to Me" თავისი არსით და ამ სიტყვის სრული შინაარსით განასახიერებს ჩახუტებას. დამაინტრიგებელი ესთეტიკის, ძლიერი თუმცა, თბილი ხასიათის დამსახურებით, იგი გვჩუქნის სტუმართმოყვარეობის განუმეორებელ განცდას. მისი მოცულობითი კონსტრუქცია გადმოცემულია ე.წ. "შაბი-შიკის" სტილის ელეგანტურ რბილ და კომფორტულ ბალიშებში, რომლებიც მუდმივად განაწყობენ დასასვენებისთვის. ხოლო, ფორმისა და კომფორტის დახვეწილი და ელეგანტური კომბინაცია ჰარმონიულად იკვეთება XXI-ე საუკუნის სტილსა და არტიზანული ხელობის ტრადიციებთან. ფორმალური სიზუსტე და ყურადღებიანი დამუშავება გახლავთ ამ მოდელის სავიზიტო ბარათი. 

დივნის ელიპტიკური მოყვანილობის ფეხები არამხოლოდ ასრულებენ მათზე პირდაპირ დაკისრებულ ფუნქციას, არამედ არიან უნიკალური ვიზუალის მქონე სკულპტურული დეტალები. ხოლო, მთელს პერიმეტრზე გადაჭიმული Testa di Moro-ს ტყავის ქამარი, რომელიც ინტიმურად აკავშირებს რბილ საზურგე ბალიშებს სახელურებთან განასახიერებს ფიზიკური მოხვევის-ჩახუტების მომენტს. მყარი ტყავის ქამრისა და ბრაშირებული მეტალის შესაკრავები კი ხაზს უსვამენ ექსკლუზიური დამუშავების ხარისხს.  

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Arketipo Firenze

დიზაინერები: მაურო ლიპარინი

კოლექცია: Close to Me

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: დივანი,

ზომები: 96*215*83H სმ. Sofa Combo, 2 ადგილიანი, 80 სმ.

ზომები: 96*246*83H სმ. Sofa Slim, 2 ადგილიანი

ზომები:  96*255*93H სმ. Sofa Combo, 2 ადგილიანი, 100 სმ.  

ზომები: 96*206*83H სმ. Sofa Slim, 2 ადგილიანი

ზომები: 96*286*83H სმ. Sofa Slim, 2 ადგილიანი

ზომები: 96*264*83H სმ. Sofa Large, 2 ადგილიანი, 

ზომები: 96*215*83H სმ. Sofa Combo, 2 ადგილიანი, 80 სმ.

ზომები: 96*224*83H სმ. Sofa Large, 2 ადგილიანი

ზომები: 96*295*83H სმ. Sofa Combo, 2 ადგილიანი, 120 სმ.

ზომები: 96*304*83H სმ. Sofa Large, 3 ადგილიანი