Stelvio Smart by ROSINI - ელეგანტური და უკიდურესად ფუნქციური გასაშლელი დივანი მრავალი კონფიგურაციით, მეტალის ფეხზე, 14 სმ.-იანი ანტისტატიკური მატრასით, რომელსაც ეხსნება შალითა.
Close to Me by Arketipo Firenze - ხანდახან საუკეთესო რამ დედამიწაზე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - თბილი ჩახუტება. Cure-ის ლეგანდარული სიმღერაც "Close to Me" ეძღვნება ზუსტად ამ თემატიკას. ხოლო დივანი "Close to Me" თავისი არსით და ამ სიტყვის სრული შინაარსით განასახიერებს ჩახუტებას. დამაინტრიგებელი ესთეტიკის, ძლიერი თუმცა, თბილი ხასიათის დამსახურებით, იგი გვჩუქნის სტუმართმოყვარეობის განუმეორებელ განცდას. მისი მოცულობითი კონსტრუქცია გადმოცემულია ე.წ. "შაბი-შიკის" სტილის ელეგანტურ რბილ და კომფორტულ ბალიშებში, რომლებიც მუდმივად განაწყობენ დასასვენებისთვის. ხოლო, ფორმისა და კომფორტის დახვეწილი და ელეგანტური კომბინაცია ჰარმონიულად იკვეთება XXI-ე საუკუნის სტილსა და არტიზანული ხელობის ტრადიციებთან. ფორმალური სიზუსტე და ყურადღებიანი დამუშავება გახლავთ ამ მოდელის სავიზიტო ბარათი.
დივნის ელიპტიკური მოყვანილობის ფეხები არამხოლოდ ასრულებენ მათზე პირდაპირ დაკისრებულ ფუნქციას, არამედ არიან უნიკალური ვიზუალის მქონე სკულპტურული დეტალები. ხოლო, მთელს პერიმეტრზე გადაჭიმული Testa di Moro-ს ტყავის ქამარი, რომელიც ინტიმურად აკავშირებს რბილ საზურგე ბალიშებს სახელურებთან განასახიერებს ფიზიკური მოხვევის-ჩახუტების მომენტს. მყარი ტყავის ქამრისა და ბრაშირებული მეტალის შესაკრავები კი ხაზს უსვამენ ექსკლუზიური დამუშავების ხარისხს.
Josephine, vis-a-vis by Gordon Gullaumier for Moroso, 2017. Icon of feminine provocation.
თავდაპირველად ჟოზეფინას Face-to-face მოსასვენებელი ლაუნჯი შექმნილ იქნა საკონტრაქტო სეგმენტისთვის, თუმცა დღეისთვის ხშირად გამოიყენება ადგილობრივი საჭიროებებისთვის. ინსპირირებული ჟოზეფინ ბეიკერის პროვოკაციური ფიგურით, რომელსაც მიუძღვის დიდი როლი 1930-იანი წლების ქალური ემანსიპაციის მოძრაობაში, მისი მომრგვალებული კონტური და აეროდინამიური ხაზები იხსნება სახელურებისა და საზურგეს ნაწილში.
2021 წ. კოლექციიდან. არაფერი ილუზიის გარდა. ის რაც ყოველთვის რჩება ქაღალდზე და არასოდეს ტოვებს მას.
Chimera - მითიური ბერძნული პერსონაჟი არქეტიპოსეული ხედვით, შექმნილი ნაწრთობი ტონირებული შუშისგან, სინოიდური მოყვანილობის კონტურით ტოპზე. საგანგებოდ დამუშავებული შუშა ისე ირეკლავს შუქს, რომ უნებლიედ იძლევა ქარის მიერ ზღვაზე მოელვარე ტალღების ილუზიას მზის ჩასვლისას. ინტერიერში განსხვავებული განათების ქვეშ ხდება მაგიდის საოცარი ტრანსფორმირება.
მზადდება სამ განსხვავებულ სიმაღლეში, მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული კომპოზიციებისთვის.