₾ 1
Biggie by Twils - კომპანიის სავიზიტო ბარათად და ერთგვარი სტილის იკონად აღიარებული ფლუიდური ფორმის მოდერნისტული საწოლი მეტალი უხილავ ფეხზე, რომლის ნავისებრი კონტურის იძლევა გარკვეული ლევიტაციის იმიტაციას. მზადდება მხოლოდ ტყავში, ხელოვნურ ტყავსა და მაღალი კატეგორიის ნაბუკში.
₾ 1
DUO Night Stand by Poltrona Frau in collaboration with Ceccotti Collezioni - ექსკლუზიური დიზაინისა და რეტრო-სტილის ტუმბო, ძვირფასი მასიური ხის კორპუსით და მარმარილოს ან დაფერილი შუშის ტოპით, ინსპირირებული იტალიური Dolce Vita-ს მარადიული კონცეფციით, რომლის განუმეორებელი სილუეტიც ჰარმონიულ დიალოგშია როგორც წარსულის მოგონებებთან, ისე თანამედროვე ცხოვრების სტილთან და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან. ხელმისაწვდომია სამი განსხვავებული კონფიგურაციით: უჯრით, თაროთი ან ჰორიზონტალური პანელით.
₾ 1
Imperfettp by Laura Meroni - პრიზმატული დიზაინის მასიური ხის დრესუარი ლიკვიდური მეტალის იმპრესიული ფინიშინგით, ინსპირირებული ბუნებაში არსებული პრიმიტიული ფორმებით, როგორიცაა მინერალები და კლდოვანი მასები. ტრენდული კოლექცია ასევე მოიცავს სასადილო და მცირე მაგიდების შთამბეჭდავ სერიას და ხელმისაწვდომია განსხვავებულ კონფიგურაციებში, ისევე როგორც მარმარილოსა და სხვადასხვა ფერის ხის ფინიშინგებში.
იმპრესიული კონსოლი გამოირჩევა თავისი მრავალმხრივი ხასიათით, რადგან მასზე შესაძლებელია როგორც ტექსტურული ზედაპირების, ისე მკვეთრი ფერების მქონე ფინიშინგების გამოყენება. მისი პრიზმატული გვერდები უნიკალური ფორმით ირეკლავს სინათლეს და ქმნის თვალისმომჭრელ ვიზუალურ ეფექტს. Laurameroni-ს ყოველი ცალკეული პროდუქტი შექმნილია იმისთვის, რომ დიზაინერებს მიეცეთ ზედაპირების შერწყმის თავისუფლება, რაც უმაღლესი კლასის ინტერიერის დიზაინის პროექტირებისთვის უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.
₾ 1
Circular Chronicles by Qeeboo - მრგვალი ფორმის საავტორო ხალიჩა "Circular Chronicles" წარმოადგენს "Linescapes"-ის კოლექციის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მოიცავს პუფების, ბალიშებისა და ხალიჩების ფართო ასორტიმენტს და რომელიც გამოირჩევა დიზაინერ შანტელ მარტინის ხელწერად ქცეული შავი და თეთრი ხაზებით, ტექსტებითა და სტილიზებული ილუსტრაციებით. ტრენდული ხალიჩების სერია მოიცავს როგორც მრგვალ, ისე მართკუთხა ფორმატებს, რომელთაგან მართკუთხა ხელმისაწვდომია ორი ზომის ვარიანტში.
₾ 1
Wool Cotton Balance by Manifattura Falomo - სამედიცინო ხარისხის 6 შრიანი მატრასი მირინოსის ბეწვისა და ბამბის მოსახსნ. შალითებით, ინდივიდუალურად შეფუთული ფოლადის ზამბარებით, განსხვავებული კომფორტ ზონებით და დელიკატური ორნამენტებით ზედაპირზე, რომელიც გრილია ზაფხულში და თბილი ზამთრის პერიოდში, მთელი პერიმეტრის ირგვლივ განლაგებული ერგონომიული სახელურებით.
Dragnet by Kenneth Cobonpue - იმპრესიული დიზაინის დასაკიდი სავარძელი ინსპირირებული მეთევზეების ბადით
₾ 1
Dragnet Hanging Lounge Chair by Kenneth Cobonpue - ერთ-ერთი გამორჩეული სტილის ლაუნჯის ტიპის დასაკიდი სავარძელი Dragnet კენეტ კობონპუესგან, ინსპირირებული მეთევზეების ბადეებითა და ქსოვის ტრადიციული ხელოვნებით, დამზადებული გრეხილი ქსოვილით და მავთულით, რომელიც შემოხვეულია რბილ და უჟანგავი ფოლადის ჩარჩოზე. წარმოდგენილია ორ ფერში, შიდა და გარე ავეჯის კატეგორიებში.
₾ 1
LieLow by Poltrona Frau - ორიგინალური ხიდისებრი სტრუქტურის მქონე მოდერნის სტილის საძინებლის ტუმბო, უმაღლესი კატეგორიის რბილი Pelle Frau-ს ტიპის ტყავის კორპუსით და მასიური ხის კონსტრუქციით, რომელიც გამოირჩევა მკვეთრი ფემინისტური აქცენტით და ფორმებით, Push-Pull გამოღების სისტემაზე, რომელიც ანიჭებს საძინებელ ზონას ულტრა-თანამედროვე ესთეტიკას.
₾ 1
Arena Keramik by Cattelan Italia
₾ 1
Solare Lamp in Teak by Unopiu - თანამედროვე და ინოვაციური, გარე გამოყენების სოლარული სანათი, რეზისტენტული ხის კორპუსით, რომლის ადაპტირების შესაძლებლობაც არის ნებისმიერი სივრცესა და გარემოში, ხელმისაწვდომი მეტალის, ალუმინის, ხის და სინთეტიკური მასალის სტრუქტურით განსხვავებულ ფერებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Memphis Outdoor Armchair by Rugiano - ექსპრესიული დიზაინის გარე გამოყენების სავარძელი ბრინჯაოსებრად ბრაშირებული ალუმინის კორპუსით და მდიდრული ხელნაკეთი დეტალებით.
₾ 1
Brise Coffee able by Gervasoni 1882 - მრგვალი ფორმის დაბალი ყავის მაგიდა პრიალა თიხის ზედაპირით, მეტალის თხელ ფეხზე, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ფერებში. კოლექცია ითვალისწინებს ასევე განსხვავებული ზომის, სიმაღლისა და კონფიგურაციის ანალოგებს ცილინდრისებრი კორპუსით და მოცულობითი სათავსო განყოფილებით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც გარე სივრცეში, ისე შიდა ინტერიერში.
₾ 1
Mediterraneo by Gervasoni 1882 - დახვეწილი და ელეგანტური დიზაინის სასადილო მაგიდა მასიური ხის კორპუსით და ნატურალური ქვის ტოპით (მარმარილო, კერამიკა, ცემენტი, ტექსტურირებული მწვანე შუშა და ვულკანური წარმოშობის ქვა).