₾ 1
Lullaby by HESSENTIA Cornelio Cappellini - მომრგვალებული ფორმისა და კომპაქტური ზომის საკულტო სავარძელი ძვირფასი კატეგორიის მონღოლური ბეწვის ქსოვილში, მყარი მეტალის ბაზაზე, რომელიც აძლევს კონსტრუქციას სტაბილურობისა და ვიზუალური სიმსუბუქის ანტურაჟს.
₾ 1
Evoque by Italamp - ნეოკლასიკური სტილის თეთრი, კრემისფერი ან ტრანსპარენტული ნაწრთობი ბროლის ან შუშის ჭაღი მეტალის სტრუქტურით, LED განათებით.
₾ 1
Pontille Wall System by NOVAMOBILI - ახალი ტიპის მრავალფუნქციური კედლის სტელაჟების სისტემა, მოქნილი კონფიგურაციებში, ღია და დახურული სათავსო განყოფილებებით, LED განათების სისტემით. გამოიყენება როგორც მისაღებ, ისე სასადილო, სამზარეულო და საძინებელ ზონებში.
₾ 1
Golden Brothers Ron by Qeeboo - საკულტო კოლექციის ამ წარმომადგენლის სახელი გახლავთ - Ron.
დეკორატიული სტილის მაგიდის სანათების სერია პრიალა ოქროსფერი ფინიშინგით, დამტენი ელემენტით და ე.წ. დიმერის მექანიზმით (შუქის სიმძლავრის რეგულირების სამი განსხ. რეჟიმი), რომელიც განასახიერებს ერთგვარი მანათობელი-პერსონაჟების კოლექციას, რომლებიც ირეკლავენ შუქს პრიალა აეროდინამიურ კორპუსზე, რითიც ხაზს უსვავენ თავიანთი სტრუქტურისა და სილუეტების პლასტიკურობას. Golden Brothers-ები იღებენ განსხვავებულ პოზებს, რითაც გარკვეულწილად აცოცხლებენ პეიზაჟს, რომელიც საოცრად უხდება როგორც მაგიდებს, ისე ინტერიერის ნებისმიერ კუთხეს. კოლექცია გამოირჩევა სენსორული ჩამრთველით და ხელმისაწვდომია განსხვავებულ კონფიგურაციებში.
₾ 1
Costes TV Unit by Cattelan Italia - მინიმალისტური ესთეტიკის მქონე ტვ სადგამი, მდიდარი დიზაინერული ელემენტებით, მასიური ხის კორპუსით, ბრაშირებული მეტალის გრაციული ფეხებით და მომრგვალებული გვერდებით, რომლებიც იდეალურად კონტრასტირებს ვერტიკალურად განლაგებულ მეტალის პროფილებთან ფასადში, გამოირჩეული ტონირებული შუშის შიდა თაროებით და შუშის პანელებით. კოლექცია მოიცავს ასევე ანალოგიურ დიზაინში დამზადებულ კონსულს რომელიც უფრო სრულფასოვნად კრავს მისაღები ოთახის კომპოზიციას. მოდელი ხელმისაწვდომია ორ განსხვავებულ ზომაში.
₾ 1
Warmer Lounge Sectional Sofa by Liu Jo Living - ეს გახლავთ ქსოვილში შესრულებული ელემენტების ახალი სისტემა, მეტალის მინიმალისტურ ფეხზე, რომელიც დამზადებულია ნებისმიერი სივრის ტრანსფორმირებისთვის.
₾ 1
Faces Artu Small by Adriani e Rossi - თუ გსურთ გამორჩეული დეკორატიული შტრიხის შემოტანა ინტერიერში, რომელიც ამადროულად ერგება თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს, მაშინ Faces-ის კერამიკული ვაზები იდეალური გადაწყვეტილებაა. წარმოდგენილია რამდენიმე ზომასა და ფინიშინგში.
₾ 1
Nova Night Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე ტუმბო, სამგანზომილებიანი ტყავის ფასადით, ბრაშირებული მეტალის ფეხზე, სათავსო განყოფილებით და მარმარილოს ტოპით. შიდა სექცია ევკალიპტის ხეში.
₾ 1
Malibu by Cattelan Italia - კომპაქტური ზომის საწერი მაგიდა მომრგვალებული ფორმის ხის ზედაპირით, მეტალის ფეხზე, განკუთვნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის როგორც სახლის ოფისი, საკითხავი კუთხე და ა.შ.
₾ 1
Anta Gral by Veneran - სექციური სლაიდერი კარადა. ზომები ირჩევა მომხმარებლის ინდივიდუალური დაკვეთიდან გამომდინარე.
₾ 1
Ambra by Galimberti Nino - ნეოკლასიკური სტილის კომოდი 4 უჯრით, მასიური ხის ლაკირებული ფასადით და ძვირფასი მეტალის დეტალებით ფეხზე, მაღალი ხარისხის Blumotion-ის მექანიზმებით. უჯრები გადაკრული სინთეტიკური ტყავით.
Milano Collection