₾ 1
Gingko Rectangular Table by Kenneth Cobonpue - გარე გამოყენების ელეგანტური მაგიდა ტრანსპარენტული შუშის ტოპით, ინსპირირებული ეგზოტიკური ხის დიზაინით.
₾ 1
Demetra Bergere by Rugiano - თხელი კონსტრუქციის გარე გამოყენების სავარძელი-ლაუნჯი არისტოკრატულად გადახრილი ზურგით.
₾ 1
Capri Outdoor Sofa by Rugiano - მდიდრული დიზაინის გარე გამოყენების დივანი, რომელსაც გადმოაქვს Rugiano-ს სახასიათო სტილი ღია ცის ქვეშ. შესაბამისი ფხვნილით დაფერილ ალუმინის გეომეტრიული ფორმის კარკასს კი ელეგანტურად უჭირავს მოცულობითი კონსტრუქცია და რბილი შიგთავსი, რითაც ქმნის ვიზუალურ ბალანსს მყუდრო კომფორტსა და არქიტექტურულ სიმყარეს შორის.
თავისი ელეგანტური ესთეტიკით და ინდივიდუალიზმით Capri გამოირჩევა, როგორც ღია ცის ქვეშ ცხოვრების ერთგვარი თანამედროვე სიმბოლო, რომელიც იდეალურად ადაპტირდება ტერასებზე, ბაღებსა და ელიტური სასტუმრო დაწესებულებების ცენტრალურ სივრცეებში. ხოლო, მისი გრაფიკული კონტური და მოყვანილობა ქსოვილებისა და ფერების ფართო არჩევანთან კომბინაციაში იძლევა მისი ნებისმიერ პროექტში გამოყენების ბრწყინვალე შესაძლებლობას, დახვეწილი სტილისა და ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით.
კოლექციას ასრულებს Capri-ს სავარძელი, რომელიც გამოირჩევა იგივე არქიტექტურული კონსტრუქციით და იგივე ყურადღებით მოცულობისა და დეტალებისადმი. იგი წარმოადგენს გარველ შემავსებელ მოდულურ დანამატს დახვეწილი სტილის ღია სივრცეებისთვის, სადაც დიზაინი და ფუნქციონალი იმყოფებიან იდეალურ ჰარმონიაში ერთმანეთთან.
Capri-ის კოლექცია ზოგადად თავისი დიზაინის არსში გახლავთ ფუფუნების ნამდვილი სიმბოლო - მათთვის ვისთვისაც ბუნების სილამაზით ტკბობა, ბალანსი და დახვეწილი დიზაინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
₾ 1
Brise Coffee Table by Gervasoni 1882 - მრგვალი ფორმის ტრენდული ყავის მაგიდა პრიალა თიხის კორპუსით და მოცულობითი სათავსო განყოფილებით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ (ლურჯი და კრემისებრი) ფერებში. კოლექცია ითვალისწინებს ასევე განსხვავებული ზომისა და კონფიგურაციის თეფშისებრი ზედაპირის მქონე მაგიდებს მეტალის თხელ ფეხებზე. მაგიდების გამოყენება შესაძლებელია როგორც გარე სივრცეში, ისე შიდა ინტერიერში.
₾ 1
Convivium by Cattelan Italia - ფუნქციური და პრაქტიკული, ესთეტიური დიზაინის კონსოლი ბრაშირებული მეტალის ფეხზე, 3 მ.-მდე გაშლის მექანიზმით ზოგიერთი მოდელის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ელეგანტურ მოდელში იღებთ ორ ფუნქციური შინაარსის თანამედროვე ავეჯს - კონსოლსა და გასაშლელ სასადილო მაგიდას.
₾ 1
Ovoo Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - დიზაინი რომელიც გვიყვება ისტორიას შორეულ ადგილებზე, მონღოლეთის ადგილობრივი შამანური კულტით ინსპირირებული მრგვალი მაგიდა, რომლის დიზაინის არსშიც დევს ე.წ. "Ovoo"-ს კონცეფცია (ქვის შრეები მთების ზედაპირზე) და მარმარილოს ტოპთან კომბინირებული არტისტული მეტალის ელემენტებით.
₾ 1
Mama non Mama’s perfectly balanced, transparent folds mirror natural shapes, capturing rays of sun and the kaleidoscope of refractions that filter through tree branches on to the ground below.
Clizia Mama non Mama table is available in three shades of white, gold, or black, the latest version of this decade-long bestseller.
Clizia Mama non Mama table is available in three shades of white, gold, or black, the latest version of this decade-long bestseller.
₾ 1
La Lollo Floor Prisma by Slamp - ლენტიფლექსის ცილინდრისებრი ტორშერი ოქროსფრად ბრაშირებული მეტალის რგოლებით, ვერტიკალური ინკუსტრაციებით და შუქის სიმძლავრის რეგულირების სისტემით, ინსპირირებული 1950-იანი წლების რეტო დიზაინით. ხელმისაწვდომი 2 განსხვავებულ ფინიშინგში - რუხი და ოქროსფერი.
₾ 1
დიზაინერული პუფი Chiquita კენეტ კობონპუესგან, რომელიც რატანის ბაზაზე დგას, ზედაპირზე კი მოქცეულია პოლიურეთანის ბალიში; მისი მექანიზმი ნაზად იზნიქება დაჯდომის დროს. ჩამოსხმული ბაზა წარმოდგენილია რამდენიმე ფერში.
₾ 1
Storm by Cattelan Italia - კომპაქტური ზომის საწერი მაგიდა კაბინეტისა და საძინებელი ზონისთვის.
₾ 1
Nara Chest of Drawers by Galimberti Nino - არტ-დეკოს სტილის კომოდი 4 უჯრით, უმაღლესი ხარისხის მასიური ხის კარკასით და მეტალის დაბოლოვებებით ფეხზე. ინსპირირებული ძველი იაპონური ქალაქი Nara-ს ორიენტალური შარმით. დახვეწილი დიზაინი, ოპტიმალური ზომები და ფუნქციონალი.
Nuovo Classico Milanese Collection
₾ 1
არტ-დეკოს სტილის ტუმბო, უმაღლესი ხარისხის მასიური ხის კარკასზე, მარმარილოს ტოპით და მეტალის დაბოლოვებებით ფეხზე, ინსპირირებული ძველი იაპონური ქალაქი Nara-ს ორიენტალური შთაგონებით. მარტივი, დახვეწილი დიზაინი, ოპტიმალური ზომები და ფუნქციონალი.
Nuovo Classico Milanese Collection.