₾ 1
Mayfair-ის ფუძისეული იდეა მის მაქსიმალური კომფორტში მდგომარეობს, რომელიც განპირობებულია სავარძლის მოძრავი საზურგე მოდულებით. სტატიკურ მდგომარეობაში კი თვალსაჩინო ხდება მისი უნიკალური Arketipo-სეული დიზაინიც, დახვეწილი გლუვი ხაზები და კონტურები, რომლებიც ახასიათებს ფლორენციის ისტორიულ არქიტექტურას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მდიდრულ იერს.
₾ 1
Gimme Shelter by Diesel Designers for Moroso, 2013. ვინტაჟური სტილის საწოლი მაღალ ხის ფეხზე.
₾ 1
Nathan by Twils - თანამედროვე გეომეტრიული ფორმის კუთხის დივანი, უხილავი თხელი მეტალის ფეხზე, რომელიც გამოირჩევა სწორი ხაზებით, დიზაინერული ნაკერებით და შესაძლო კონფიგურაციების სიმრავლით, ხელმისაწვდომი როგორც ქსოვილში, ისე ტყავში.
₾ 1
Monster 004 Rectangular Carpet by Qeeboo - კომპანია აგრძელებს ავანგარდული სტილის ხალიჩების ხაზის განვითარებას მარკო ოჯიანის დიზაინით შექმნილი ახალი საავტორო კოლექციით, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კონსტრასტული ფერებითა და მკვეთრი გეომეტრიით.
₾ 1
Sbadiglio Orthopedic by Manifattura Falomo
₾ 1
Fidelio Small Table by Poltrona Frau - უნივერსალური ტიპის მისადგამი მაგიდა მასიური ხის ტრიანგულარული განლაგების ფეხზე მყარი ტყავის ტოპით და გალვანიზებული მეტალის ბრაშირებული დეტალებით, რომელიც შემუშავებულ იქნა როგორც იდეალური დანამატი Chester-ის კოლექციის დივნებისა და სავარძლებისთვის. ლაკონური და სწორხაზოვანი დიზაინის დამსახურებით ეს მოდელი გამოირჩევა თავისი უნივერსალური დანიშნულებით და მოდის იდეალურ თანხვედრაში Poltrona Frau-ს ავეჯთან. Fidelio-ს კოლექცია ასევე მოიცავს ელეგანტური სტილის ყავის მაგიდებს, ბენჩს, სანათსა და განსხვავებული ზომისა თუ დანიშნულების კარადებს. რობერტო ლაცერონის ინსპირაციით შექმნილ Fidelio-ს მაგიდებს ახასიათებს განმეორებადი გეომეტრიული კონტური, რომელიც უკეთ წარმოაჩენს არტიზანული სიზუსტით დამუშავებული ხის კონსტრუქციის სტრუქტურას. მის დიზაინში დაბალანსებული ესთეტიკა და ხაზების ზედმიწევნითი სისწორე ხაზს უსვამს გამოყენებული მასალების სისუფთავეს.
ხელმისაწვდომის განსხვავებული ტიპის მარმარილოს და ტყავის ზედაპირებით.
₾ 1
Axon by HESSENTIA Cornelio Cappellini
₾ 1
Marina Soft by Rugiano - არტიზანული ხარისხით დამზადებული გარე გამოყენების დიზაინი ბრაშირებული მეტალის ელეგანტური კორპუსით.
₾ 1
Playa Chaise Lounge by Rugiano - ორგანული ტალღისებრი პროფილის მქონე ხელნაკეთი ჩეიზ ლაუნჯი, არისტოკრატულად გადახრილი ზურგით.
₾ 1
Brise by Gervasoni 1882 - გარე გამოყენების სკამი მეტალის თხელ კარკასზე
Inout 838 Table by Gervasoni 1882 - მინიმალისტური მაგიდა დახეთქილი ბეტონის ფეხით და მარმარილოს ტოპით
₾ 1
Inout 878 Round Table by Gervasoni 1882 - მინიმალისტური დიზაინის მრგვალი მაგიდა განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის, რომლის ცენტრალური ბაზის სტრუქტურაშიც დომინირებს დახეთქილი ბეტონის აქცენტი. მზადდება მხოლოდ Carrara-ს მარმარილოს ტოპით 2 განსხვავებულ სიმაღლეში. გააჩნია ერთგვარი ტოტემის კონტური.

