Lafleur Battery by Slamp - ლენტიფლექსის პორტატული დეკორატიული სანათი დამტენ ელემენტზე, რომლის ელეგანტურად სკულპტურული ყვავილის ფორმაც მიღებულ იქნა მაღალ ტემპერატურას დაქვემდებარებული ლენტიფლექსის ხელით სათუთი გადაკეცვის შედეგად. სანათის ორივე პრიზმა და ხავერდოვან კონფიგურაციებს გააჩნიათ ერთნაირი მატისებრი მაგნიტური ბაზა შავი ან თეთრი ფერის შეფერილობაში მეტალის დისკით.
იდეალურია რომანტიული საღამოების გასატარებლად. სასტუმრო და/ან ჰო.რე.კა.-ს სეგმენტში გამოყენებისთვის. დატენილ მდომარეობაში ელემენტი მუშაობს 60 საათამდე.
Fandango Small by Kenneth Cobonpue - ელეგანტური სანათი Fandango პოეტური ენით გადმოსცემს სივრცეში მოძრავი ფლამენკოს მოცეკვავის მხატვრულ შინაარსს. მისი ბამბის ქსოვილის უნაზესი ფოთლები კი დამზადებულია იმგვარად, რომ რომანტიულად გაშალონ შუქი და განასახიერონ სივრცეში შესრულებული ამ ულამაზასი ცეკვის მთელი დრამატიზმი.
მოდელი ხელმისაწვდომია ორ განსხვავებულ ზომაში.
ნეოკლასიკური სტილის დრეასუარი ორი უჯრით და ელეგანტური მეტალის დეტალებით. დიზაინის რომანტიული იდეის და კლასიიზმის კვინტესენია ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის.
Nuovo classico Milanese collection
Vela Sedia by Pininfarina - საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული იტალიური დიზაინის სტუდია პინინფარინა-ს მიერ შექმნილი მოდერნისტული სკამი ხის დახვეწილი კორპუსით შავი ან სხვა ფერის გოფრირებული ტყავით, შიდა ინკუსტრაციებით. კარკასი კანალეტოში ან სატინისებრ თითბერში, ასევე შესაძლებელია ტიტანიუმის ზედაპირით.
London Buffet by Reflex ძლიერი ვიზუალის მქონე თანამედროვე სტილის 4 კარიანი კონსოლი ბრინჯაოსებრად დაფერილი მეტალის ფეხით და კორპუსით, ზედაპირი მარმარილო-შუშაში. მოდელს გააჩნია ორი ვერსია.
ვერსია A - ოთხივე კარი გამჭირვალე შუშაში, უკანა პლინტუსი შუშა-მარმარილოში.
ვერსია B - ორი ცენტრალური კარი და უკანა პლინტუსი ე.წ ლონდონის გრავირებულ შუშაში
Overdrive by Arketipo Firenze - იკონური დიზაინის სავარძელი ძლიერი ვიზუალური ეფექტით, დინამიური ალმასისებრი კონტურით ტიტანიუმის მბრუნავ ბაზაზე, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.