₾ 1
Momo by HESSENTIA Cornelio Cappellini - დახვეწილი თანამედროვე ესთეტიკით გამორჩეული მრგვალი ფორმის მცირე მაგიდების კოლექცია ცილინდრისებრი კონტურის სამ ფეხზე, რომელიც თავისი უნიკალური ვიზუალით ამდიდრებს ნებისმიერ სივრცესა და ინტერიერს, დამზადებული კაუჩუკზე დაფუძნებულ ნედლეულზე და ხელმისაწვდომი განსხვავებულ ფერებში, კონტურსა და ზომებში ერთიან ცენტრალური ან სამ მოცულობით კოლონისებრ ფეხზე.
₾ 1
Melody Spring by Rugiano - სოციალური განლაგების გარე დივანი მოცულობითი პროპორციებით.
₾ 1
Filicudi Stool by Qeeboo - ხმელთაშუაზღვისპირეთის შარმის მატარებელი შიდა და გარე გამოყენების ბარის სკამი ინსპირირებული ეგზოტიკური ტროპიკული მცენარის დიზაინით, ასოცირებული ზაფხულის დასვენებასთან და ხმელთაშუა ზღვის მაგიურ კლიმატთან.
₾ 1
Kiro Sofa by HESSENTIA Cornelio Cappellini - ზურგისა და საჯდომის ნაწილის მომრგვალებული ფორმებით გამორჩეული დივანი Kiro - ხელმისაწვდომია როგორც სახელურებით, ისე მათ გარეშე. კორპუსი დამზადებულია შეღებილი მასიური ხის მასალისგან ან ხის ანათალისგან. მოდელი გამოირჩევა დეკორატიული ტიხრების მქონე რბილი კონსტრუქციით, რაც მის ვიზუალს ანიჭებს გარკვეულ სითამამეს ოთახის ცენტრში ან კედლის გასწვრის განთავსებისას. ხოლო, მისი ენერგიული ფორმა აქცევს მას ნებისმიერი ინტერიერის ძირითად ელემენტად, რომელშიც ის განლაგებულია. Kiro იდეალურად კონტრასტირებს ნებისმიერ ავეჯთან კომპოზიციაში.
₾ 1
დიზაინერული სავარძელი Rapunzel კენეტ კობონპუესგან, რომლის ფოლადის ჩარჩოზეც ხელით არის შემოვლებული თხელი მატერია.
₾ 1
ყველასთვის საყვარელი ფილმის "ოუშენის 13 მეგობარის" კაზინოს სცენის დომინანტი დიზაინერული სავარძელი Croissant by Kenneth Cobonpue - წარმოადგენს მოსასვენებელი იმიჯისა და ერგონომიული ფორმის ერთობლიობას, რომელიც მას ხდის ერთდროულად საინტერესოს და კომფორტულს. ნახევარ-მთვარის დიზაინი ჩაზნექილი ცენტრით ზემოახსენებული კოლექციისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ამ შემთხვევაში წნული აბაკას თოკი გახლავთ დომინანტი მასალა, რომელიც სრულდება ექსკლუზიურად ხელით ბრენდის ოსტატების მიერ. სავარძელი წარმოდგენილია როგორც შიდა, ასევე გარე ავეჯის კატეგორიაში.
₾ 1
Echo by Lenzi - დიზაინის სასდილო მარმარილოს მაგიდა მონოლითური მარმარილოს კორპუსით და ბრაშირებული მეტალის ელემენტებით. მაგიდის დიზაინი ძვირფასი მასალების, გეომეტრიული ფიგურებისა და სივრცეების კონტრასტული შერწყმის შედეგია, რომელიც ინტერიერს განუმეორებელ ელეგანტურობას მატებს.
₾ 1
Silverstone by Rosini - თანამედროვე სტილის კუთხის დივანი დაბალ ბაზაზე, სექციური მოდულებით და დიზაინერული ელემენტებით გადაბმის სექციაში, რეკლაინერი სახელურებით და უსაზღვრო კონფიგურაციების შესაძლებლობით, რომელშიც შეგიძლიათ იპოვოთ საკუთარი თავი. მისი ხელნაკეთი დეტალები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მწარმოებლის მაღალ ოსტატობასა და მოდელის განსაკუთრებულ დიზაინს.
₾ 6480
Aria Transparent M by Slamp - იკონური და რევოლუციური დიზაინის კრისტალფლექსის არქიტექტურული ჭაღი, მეტალიზებული ოქროს ფინიშინგით, დამზადებული ლეგენადარული დიზაინერის ზაჰა ჰადადიდის გენიალური ინსპირაციით. მსუბუქი და აეროდინამიური კონტურის ეს არტ-ობიექტი გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით ინტერიერში და ხელმისაწვდომია განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Foulard Console Acqua by Reflex - გრეხილი ტემპერირებული შუშის კონსოლი-დრესუარი, ხელმისაწვდომი ხუთ განსხვავებულ ფერში (ბრინჯაო, ქარვისებრი, ცისფერი, ტონირებული და ზურმუხტისფერი).
₾ 1
New York 1 by Reflex - გლამურული სტილის სკამი შავი ან ყავისფერი პრიალა ლაკირებული კარკასით და ფეხით. სითერი გაწყობილია მაღალი ხარისხის ქსოვილში, ხავერდსა ან ტყავში. დამატებითი კონფიგურაცია შესაძლებელია ე.წ. San Marco-ს ტყავის გოფრირებით.
₾ 1
Monolite Buffet by Reflex - გეომეტრიული ფორმის კონსოლი 4 კარით, ხის კორპუსით და მარმარილო-შუშის ფასადით. ხის კონსტრუქცია მინაში დაფარული არტ პრინტით ART 01 ან ART 02