₾ 1
Lowland by Moroso - საწოლი Lowland, დახვეწილი, ელემენტარული ფორმებისგან შედგება, ხოლო მისი ცალკეულ ნაწილები, როგორიცაა დასაჯდომი ბალიშები, საზურგე, სახელურები ერთმანეთთან დინამიურ კავშირშია, პატრიცია ურქიოლას ჩანაფიქრის სწორედ ეს გახლავთ, შეექმნა თნამედროვე, დროში განუსაზღვრელი დიზაინი, უსასრულო კომბინაციებით.
₾ 1
Ruby Memory by Manifattura Falomo
₾ 1
Croissant Coffee Table by Kenneth Cobonpue - დახვეწილი და დელიკატური ნახევარმთვარის კონტურის მქონე გარე გამოყენების მაგიდა, რომელიც ერთი შეხევდით გვაგონებს გიგანტური ფორმის ფრანგულ კრუასანს, ინსპირირებული ე.წ. Viennoiserie-ის სტილის ცხობის ტექნოლოგიით, დამზადებული ხელით ნატურალური აბაკას ბოჭკოსგან, რომელიც გადაწნულია ფხვნილით დაფერილ მეტალის კარკასზე. ატარებს ჰაერს და საშუალებას აძლევს მზის სხივებს შექმნან ელეგანტური ანარეკლი მის ზედაპირზე.
კოლექცია ითვალისწინებს როგორც ყავის, ისე მისადგამ მაგიდებს.
₾ 1
Mondrian by Rugiano - მოდერნის სტილის საძინებლის ტუმბო, რომელიც განასახიერებს იდეალური გეომეტრიისა და ტაქტილური სიმდიდრის ზეიმს, რის შედეგადაც იბადება სკულპტურული ვიზუალის მქონე თანამედროვე ნაკეთობა. მისი სტრუქტურა განისაზღვრება ოპტიმალურად დაბალანსებული მოცულობებით, რომლებიც ქმნიან მოწომილ დინამიკას და ჰარმონიული ბალანსის განცდას. ელეგანტური ტყავის ექსტერიერი კი აძლიერებს სირბილისა და მუდმივობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ ანიჭებს ყოველ ცალკეულ დეტალს ძვირფასი ელემენტის იერს.
₾ 1
Aria Gold XL by Slamp - იკონური და რევოლუციური დიზაინის კრისტალფლექსის არქიტექტურული ჭაღი, მეტალიზებული ოქროს ფინიშინგით, დამზადებული ლეგენადარული დიზაინერის ზაჰა ჰადადიდის გენიალური ინსპირაციით. მსუბუქი და აეროდინამიური კონტურის ეს არტ-ობიექტი გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით ინტერიერში და ხელმისაწვდომია განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Kumo by HESSENTIA Cornelio Cappellini - თანამედროვე ხელოვნების ქანდაკების მსგავსი მონოლითური და ორგანული კონტურების მქონე მცირე მაგიდების სეტი, ბუნებრივი ფორმებით, რომლებიც იძლევა განსხვავებული ვარიაციების შექმნის შესაძლებლობას ნებისმიერ მიზანსცენაზე, როგორც შიდა ისე გარე ინტერიერისთვის, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და ფერებში.
₾ 1
Memphis Sofa by Rugiano - არტიზანული კრაფტის ელემენტების მქონე გარე გამოყენების წარმომადგენლობითი დივანი, რომელშიც იდეალურად განსახიერებულია Rugiano-ს დეკორატიული მატერიალიზმის კულტურა და იდენტობა.
₾ 1
Kiro by HESSENTIA Cornelio Cappellini - კომპაქტური ზომის საკულტო დიზაინის სავარძელი მასიური ხის ფეხზე, ხელმისაწვდომი ქსოვილში, ნაბუკსა და ტყავის კონფიგურაციებში, გამორჩეული უკიდურესად მიმზიდველი სტრუქტურით, მკვეთრი ხასიათით, ორიგინალური მომრგვალებული ფორმებით და ინდივიდუალიზმით.
₾ 1
Boheme by Rugiano - ელეგანტური, მომრგვალებული ფორმის ტუმბო 2 უჯრით, ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის პლინტუსზე ძვირფასი მარმარილოს ზედაპირით.
₾ 1
Bloom Sofa by HESSENTIA Cornelio Cappellini - რეტრო დიზაინით ინსპირირებული Bloom-ის დივანი განასახიერებს გეომეტრიული მოცულობების, სირბილისა და სიმყუდროვის განცდას, რომლებსაც შესწევთ უნარი მიანიჭონ ნებისმიერ მისაღებ ოთახს თანამედროვე ვიზუალი. აღნიშნული სერიის დივნებისა და სავარძლების კოლექცია იდეალურად თავსებადია მრავალფეროვანი განსხვავებული სტილის მისაღები სივრცეებისთვის. საკუთრივ დივნს ელეგანტური ფორმები შთაგონებულია 1950-იანი წლების დიზაინითა და აქცენტებით. ხელმისაწვდომია, როგორც ტყავის ისე ქსოვილის კონფიგურაციებში.
₾ 1
Morfeo Night Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - სტანდარტულზე დიდი ზომის, მრავალფუნქციური ტუმბო დიდი საძინებლებისთვის. წიგნების სათავსოებით და უჯრით, რომელიც განლაგებულია მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ინტეგრირებული LED განათების სისტემით.
₾ 1
დიზაინერული სავარძელი Pigalle კენეტ კობონპუესგან, შთაგონებული ქალის სხეულის კონტურით. თოკის ძაფები ინდივიდუალურად არის მიბმული ხელით, 3000-ზე მეტი კვანძით, ხელითვე გამოძერწილ ფოლადის კარკასზე.