Otto Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - მრგვალი ფორმის მაგიდა მატისებრად გრავირებული სამგანზომილებიანი ზედაპირით, რომელზეც გადაკრულია არტისტული მეტალის თხელი ფენა, ორი ნახევრად სფერისებრი მეტალის ცილინდრით ბაზაზე, რომელიც განსახიერებულია კომპანიის კრაფტის საუკეთესო ტრადიციები.
Little People by Kenneth Cobonpue
Petalo - გლამურული ტიპის სკამი სახელურების გარეშე მატისებრი თითბერის ან ტიტანიუმის ბაზით. საჯდომი სექცია მაღალი ხარისხის ნაჭერში ან ტყავში.
Corda Coffee Table by Kenneth Cobonpue - ჰაერში მოტივტივე ცალკეული ხაზი, რომელიც დაფიქსირებულია გაშეშების მომენტში, ტრანსფორმირდება გარე გამოყენების ელეგანტურ მაგიდაში. ეს ქაოტური ფორმებისგან შექმნილი ფუნქციური ნაკეთობა წარმოადგენს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, რომელიც თავისი დიზაინის არსში განასახიერებს მოხრილი ელემენტებისა და წრეწილების მაგიურ ორნამენტს.
ბამბის ნატურალური ლენტი საგანგებოდ გადაკრულია მყარი მეტალის კორპუსზე იმდაგვარად, რომ შექმნას მოქნილი სიმეტრია, რაც თავის მხრივ ანიჭებს მაგიდას უკიდურესად დახვეწილ აქცენტს.
უნიკალური ფორმისა და დიზაინის გარე მაგიდა მრგვალი მარმარილოს ტოპით და ძლიერი ვიზუალური ეფექტით, რომელიც ხელმისაწვდომია რამდენიმე ზომასა და კონფიგურაციაში.
Amele by Laura Meroni - რაფინირებული დიზაინის მბრუნავი სავარძელი ელეგანტურად მოხრილი ნიჟარისებრი ზურგით, დამზადებული ნატურალური, ლაკირებული ან სპეც. დამუშავების მქონე ხისგან. ხელმისაწვდომი ასევე "Liquid Metal"-ის ვერსიაში.
სავარძლის საზურგე სექცია შესრულებულია იმავე ფინიშინგით, რაც საჯდომი ბალიში, ხოლო მბრუნავი ბაზა რუხი ფერის "Mouse Grey" ბრაშირებული მეტალისგან.
საზურგე და საჯდომი ბალიშები დამზადებულია რბილი ქაფმასალით. ორივე ელემენტი ხელმისაწვდომია როგორც ტყავის, ისე ხავერდისა და ქსოვილის კონფიგურაციებში.
მომრგვალებული კორპუსისა და რბილი ბალიშების დამსახურებით, რომლებიც იძლევიან ინდივიდუალური ადაპტირების საშუალებას Amelie გვჩუქნის დასვენებისა და რელაქსაციის დაუვიწყარ წუთებს. ხოლო, თავისი უნივერსალური სტრუქტურისა და ინდივიდუალური პერსონალიზაციის წყალობით იდეალურად ეწერება ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერში.