₾ 1
Nelson by Cattelan Italia - მსუბუქი ესთეტიკის მქონე დიზაინერული საწოლი სუფთა გეომეტრიული მოცულობებით
₾ 1
Nelson by Cattelan Italia - ანდრეა ლუკატელოს მიერ შექმნილი მსუბუქი ესთეტიკის მქონე დიზაინერული საწოლი მასიური ხის კორპუსით, ინსპირირებული სუფთა გეომეტრიული მოცულობებით და ზღვაში მცურავი ანტიკური იალქმნიანი გემების შთაგონებით, რომელიც ანიჭებს ნებისმიერ ინტერიერს ნათელ სტილსა და აქცენტს. მისი არქიტექტურული კონსტრუქცია თავის არსში განასახიერებს მასიური ხის არომატს, რომელსაც უჭირავს ქსოვილებისა და ტყავის ფართო ასორტიმენტში ხელმისაწვდომი საწოლის მოცულობითი ჰიდბორდი. მოდელი ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
Diana by Laura Meroni - მომრგვლებული კონტურის, სკულპტურული აღნაგობისა და დახვეწილი მასალების საოცარი მიქსით გამორჩეული მბრუნავი სავარძელი, შესრულებული Roxana 30-ის კატეგორიის ხავერდის რბილი ბალიშების გამოყენებით, რომლებსაც ჰარმონიულად ავსებს დეკორატიულ სამკლაურებზე, ბაზასა და საზურგე სექციაზე დატანილი 8004 ტიპის პრიალა ლაკის აქცენტი.
მოცემული სავარძელი თავისი დახვეწილი კონტურისა და რაფინირებული ფერთა გამის დამსახურებით ანიჭებს ნებისმიერ ინტერიერს მკვეთრად გამოხატულ არქიტექტურულ ვიზუალს. ხოლომ ინდივიდუალური ფინიშინგების, მოპირკეთებისა და გადაკვრის ფართო ასორტიმენტი იძლევა კომფორტის, ელეგანტურობისა და ძლიერი ვიზუალური ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას.
Diana შეიქმნა ერთიან დიზაინში დახვეწილი არქიტექტურული სტილისა და კომპაქტური სკულპტურული ფორმების გაერთიანების მიზნით. მისი მიმზიდველი სილუეტი და მბრუნავი კონსტრუქცია უზრუნველყოფენ როგორც საოცარ კომფორტს, ისე მის ჰარმონიულ დიალოგს სივრცესთან. ის გახლავთ ინტერიერის მკვეთრად გამოხატული აქცენტური ნივთი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე სასტუმრო კომპლექსის ინტერიერს.
ორიგინალური სავარძელი, რომელიც თავის ესთეტიკაში განასახიერებს 70-იანი წლების დიზაინის მახასიათებელ ფორმებს რეინტერპრეტირებულს თანამედროვე სკულპტურული სიზუსტით. მოდელი Diana თავისი სტრუქტურით აქცენტირებს რბილი გადაკვრისა და სამკლაურებზე დატანილი Glossy Shaded-ის სტილის პრიალა ლაკის დამუშავების სიღმეებს შორის არსებულ ჰარმონიასა და დიალოგს.
ეს უნიკალური დამუშავება განსაზღვრავს მის ინდივიდუალიზმსა და აქცევს გამოყენებული მასალების სიმბიოზს ნაცნობ დიზაინერულ ხელწერად.
₾ 1
Stellar Grape Small by Pulpo Products - სკულპტურული ფორმის ჭაღი ბრაშირებული მეტალის კორპუსით და ტონირებული შუშის დიფუზორებით, ინსპირირებული ყურძნის მტევნის კონტურით, ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ ზომასა და ფერში.
₾ 1
Nautilius by Rugiano - მოცულობითი ფორმის ტყავის, ნაბუკის, ხავერდის ან ქსოვილის ლაუნჯი გეომეტრიული სტილის სტელაჟით გვერდზე.
₾ 1
Joss Coffee Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - სკულპტურული შინაარსის ნაკეთობა, რომელიც სრულფასოვნად განასახიერებს დუალიზმის ჰარმონიას. ზოგიერთ მოდელში მარმარილო კომბინირებულია ხესთან, მაშინ როდესაც ღია ტონის ლაკირებული ზედაპირები კონტრასტირებენ თუჯისებრი მეტალის ელემენტებთან.
₾ 1
დიზაინერული სავარძელი Manolo დამზადებულია პოლიეთილენის ძაფებისგან, რომლებიც ხელით არის მიბმული ფოლადის ჩარჩოზე და შეკრულია ნეილონის საშუალებით.
₾ 1
დიზაინერული დივანი Lolah კენეტ კობონპუესგან, რომელმაც მიიღო აზიის რეგიონის დიზაინის უმაღლესი ჯილდო - Design for Asia Award. დივანი Lolah ხიბლავს ყველას თავისი კონტურით, ფორმით, ერგონომიული მასალებით და სტრუქტურული სილამაზით. ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც შიდა-ინდორ, ისე გარე-აუთდორ ვერსიაში.
₾ 760
A soft finish that was inspired by modern fabric textures. Veli Couture fills and envelops any space, setting it apart with its aesthetics and lush decorative characteristics. The suspension’s red, wrapped cable increases the handmade lamps’ modernity, taking a cue from the world of haute couture.
₾ 1
Impact Letto & XL by Reflex - თანამედროვე წარმომადგენლობითი საწოლი განიერი სათავე სექციით, იმპრესიული დეკორატიული ელემენტით და დიოდური შენათებით, გამორჩეული დარბილებული გვერდითა პანელებითა და ბრაშირებული მეტალის დეტალებით. მოდელი ასევე ხელმისაწვდომია როგორც განიერი გვერდითა პანელების კონფიგურაციით, ისე განსხვავებული ფინიშინგებით და ზომებით.
₾ 1
Casanova by Reflex - გლამურული სტილის კომპაქტური დივანი ქსოვილსა ან ტყავში, ბუმბულის შიგთავსით, San-Marco-ს სტილის ელეგანტური ნაკერებით, მასიური ხის კარკასით და განსხვავებულ ფერში ხელმისაწვდომი მურანოს შუშის ფეხით.
₾ 1
SIT Sedia by Pininfarina / Reflex - ცნობილი იტალიური დიზაინერული სტუდიის Pininfarina-ს მიერ შექმნილი სკამი მატისებრი ან პრიალა ლაკირებული ხის სტრუქტურით კანალეტოში. ზურგი სატინისებრ ტიტანიუმში, მუქი ფერის ტიტანიუმსა ან თითბერში ან/და პრიალა ქრომსა და შავი ნიკელის ზედაპირით. საჯდომი სექცია შესაძლებელია შესრულდეს მაღალი ხარისხის იტალიურ ტყავში, ნაჭერსა და ხავერდში. ასევე შესაძლებელია სახელურიანი, სახელურის გარეშე, მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა სახელურიანი კონფიგურაციები.