Segno 72 by Reflex in collaboration with Pininfarina - ლეგენდარული დიზაინის ბიუროს Pininfarina-ს მიერ შექმნილი ტრენდული სასადილო მაგიდა Henné-ს კომპოზიტის პრიალა ლაკირებული მასალის ბაზით ან თითბერის, მუქი თითბერის, ტიტანიუმის ან მუქი ტიტანიუმის ბაზით და ექსტრა წმინდა 15 მლ.-იანი მურანოს შუშის ტოპით. შესაძლებელია ასევე მარმარილო-შუშის ან ხის ტოპებით, მათ შორის გასაშლელი კონფიგურაცია.
Blob by Arketipo Firenze - ნეოკლასიკური ტიპის ჭერის სანათი სცენოგრაფიული ეფექტით და ბუნების სინოიდური ფორმების ახლებური რეინტერპრეტაციით, რომელიც იდეალურად უხდება როგორც მოდერნისტულ ისე კლასიკურ ინტერიერს, ხელმისაწვდომი ბრინჯაოსებრად ყავისფერი, თითბერისა და ტიტანიუმის ფერებში, ფერადი კაბელებით რომლებიც ქმნიან ჰარმონიულ კონტრაქტს სანათსა და ჭერს შორის.
Coupe by Poltrona Frau - Gamfratesi-ის დიზაინერული სტუდიის მიერ შექმნილი საწოლი, რომელიც როგორც გამომდინარეობს მისი სახელწოდებიდან, პატივს მიაგებს ბრწყინვალე სპორტული ავტომობილების კლასიკურ ელეგანტურობას. მკვეთრი და გამომხატველი აეროდინამიური ხაზები, რომლებიც გადაკრულია ხელით Pelle Frau-ს კატეგორიის უნაზესი რბილი ტყავით ქმნიან მყუდრო და კომფორტულ სივრცეს, გათვლილს ორ ადამიანზე.
მოდელში დიდი ყურადღება ეთმობა საწოლის კორპუსისა და სათავე სექციის ურთიერთკავშირს: ორი ზუსტი გეომეტრიული ფორმა, ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურობას, ჰარმონიულად ერთიანდება ბალანსისა და სიმძლავრის დელიკატურ თამაშში, რითაც ხაზს უსვამს საერთო დიზაინის კომპაქტურ და აეროდინამიურ კონტურებს.