Archibald by Poltrona Frau - გამოშვების მომენტიდან მოყოლებული დღემდე Archibald-ის იკონურმა კოლექციამ მოუტანა დიდი წარმატება Poltrona Frau-ს, რომელშიც სახელოვანმა დიზაინერმა ჟან მარი მასომ მოახერხა მოცულობისა და ფორმის ჰარმონიული გაერთიანება, რითაც უზრუნველყო იდეალური ბალანსი კომფორტულ დასაჯდომ მოდულსა და აეროდინამიურ კონსტრუქციას შორის.
მოცემულ შემთხვევაში Poltrona Frau-მ გააფართოვა კოლექცია და პირველად გავიდა წარმოდგენილი მოდიფიკაციით საძინებელ ზონაში. Archibald-ის საწოლი დახვეწილი ელეგანტურობით რეინტერპრეტირებს კოლექციის შინაარსს და თამამი კონტურის მიუხედავად ანიჭებს მოდელს საოცარი სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას.
Dumbo by Cattelan Italia - ელეგანტური და თანამედროვე სტილის ტყავის სკამი, მასიური ხის თხელ ბაზაზე, ძლიერი ვიზუალური ეფექტით, რომელიც გამოირჩევა მკვეთრი ინდივიდუალიზმით და ხელმისაწვდომია ბარის კონფიგურაციაშიც, წარმოადგენს იტალიური კრაფტის ბრწყინვალე მაგალითს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სასადილო მაგიდასთან, ასევე როგორც საწერი მაგიდის მისადგამათ სამუშაო კუთხის ორნამენტალური გაფორმებისთვის.
ხელმისაწვდომია როგორც ტყავის, ისე ქსოვილის კონფიგურაციაში.
Boutique by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის ელეგანტური კონსოლი ტრანსპარენტული შუშის კორპუსით, 4 გამოსახსნელი კარით მაგნიტებზე, გოფრირებული ტყავის, ნაბუკის ან ტყავის შემცვლელის უკანა პანელით, ტონირებული შუშის თაროებით და შიდა განათებით, თხელი მეტალის ფეხზე, რომელიც ჰარმონიულად ჯდება ნებისმიერ ტიპის თანამედროვე ან მინიმალისტურ ინტერიერში.
საკულტო კოლექცია მოიცავს ასევე იმავე სახელწოდების მქონე კოქტეილ-ბარს.
Warren Living by Arketipo Firenze - დასვით ადამიანი მაქსიმალურ კომფორტში, დაამატეთ მოდერნისტული გეომეტრია და მიიღებთ Warren-ის სავარძელს.
რბილი ტყავი ან ქსოვილი გიცავს და გეხვევა, უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და პირადი უსაფრთხოების განცდას. მისი დიზაინი ასახავს მინიმალურ ესთეტიკას და ამავდროულად რჩება მისასალმებელი და თბილი. ეს დიზაინი მიყვება დინებას. ავლენს პრინციპულ თავდაჯერებულ ხასიათს და რჩება ძლიერი საკუთარი თავის განცდით. იდეალურად ერწყმის მისაღები ოთახის სხვა ავეჯს.