Cavallino Adriani e Rossi-სგან იტალიური კერამიკული ნაკეთობაა. განსხვავებული დეკორაცია, რომელიც გარდაქმნის და გადაახალისებს ნებისმიერ ინტერიერს. წარმოდგენილია ორ: თეთრ მატ და ოქროსფერ შავ ფერებში.
Eliodoro Sofa by Galimberti Nino - ელეგანტური არტ-დეკოს სტილის სამადგილიანი დივანი მასიური წიფლის ხის სტრუქტურით, მომრგვალებული ზურგით და სამკლაურებით, ბრაშირებული მეტალის დაბალ ფეხებზე, რომელიც ქმნის რბილ და მიმზიდველ ვიზუალს ინტერიერში. მოდელი ასევე გამოირჩევა ელასტიური ქამრებით, პოლიურეთანის ქაფმასალით, ბატის ბუმბულის შიგთავსით და მოსახსნელი შალითებით.
Milano collection
T-Vision by Twils - იტალიური კომფორტის ნამდვილი ზეიმი. თანამედროვე სტილის სავარძელი ბრაშირებული მეტალის მოძრავ ფეხზე, სიმაღლის რეგულირების ფუნქციით და სურვილისამებრ ფუფით. იდეალური როგორც საცხოვრებელ ინტერიერში, ისე კომერციულო დანიშნულებით გამოსაყენებლად. ორმაგი ქსოვილის ან ტყავის და ქსოვილის კომბინირების შესაძლებლობით გარე და შიდა სექციებზე.
Seeyou by Novamobili - მოდერნი და თანამედროვე დიზაინი, რომელშიც დომინირებს მოცულობითი ფორმის დარბილებული ჰიდბორდი, განსაზღვრავს წარმოდგენილი მოდელისა სტილსა და ესთეტიკას. საწოლის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს სათავე ბალიშის დარბილებული ფორმა და მისი შევიწროვება ქვევიდან ზევით. ხოლო, ელეგანტური კონსტრუქცია რომელიც ეყრდნობა ხის ფეხებს და ფართოვდება გვერდებში ანიჭებს მას მსუბუქ და დაბალანსებულ ვიზუალს.
მოდელი ხელმისაწვდომია როგორც ქსოვილის, ისე ტყავის კონფიგურაციაში, მოსახსნელი შალითებით, მასიური ხის ფეხებზე.
Kelly Sofa by Galimberti Nino - ელეგანტური და დახვეწილი სილუეტის მქონე, მილანური ნეოკლასიკის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით დამზადებული მოცულობითი 3 ადგილიანი დივანი მასიური ხის სტრუქტურითა და კარკასით, ბრაშირებული მეტალის დეტალების მქონე მასიური ხის დაბალ ექვს ფეხზე, გამორჩეული ექსკლუზიური კრაფტით, იდეალური პროპორციებით და ძლიერი ვიზუალით.
ელეგანტური კოლექცია მოიცავს დივანს, სავარძლებსა და ხელმისაწვდომია განსხვავებულ ქსოვილებში.
collection como