Midnight by Novamobili - წარმოდგენილი მოდელი გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმიან რბილი და თანამედროვე ხაზები. ხოლო, გვერდიგვერდ განლაგებული ორი მომრგვალებული ფორმის ბალიშისგან შემდგარი სათავე სექცია იდეალურად ასრულებს საწოლის მოხრილი კონტურის კონსტრუქციას, რითიც ქმნის დიზაინერული ხაზების მუდმივობისა და სირბილის განცდას.
მოდელი ხელმისაწვდომია ასევე მოცულობითი სათავსო განყოფილების ვერსიაშიც, მექანიკური ან ელექტრონულად ასაწევი ინოვაციური სისტემით, რომელიც იდეალურია საწოლის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოსაყვანად, რაც საგრძნობლად აადვილებს მისი მოწესრიგების პროცესს.
კრეატიულობა, ორიგინალურობა, სილამაზის შეგრძნება, ინოვაციური მასალები, ძველებური ტექნიკები - ეს ყველაფერი გაერთიანებულია Adriani e Rossi-ს ბრენდში. კოორდინირებული და დროგამძლე ხასიათი გამოიხატება მათ პროდუქციაში, იტალიურ სტილში და უნიკალურობაში. სწორედ Adriani e Rossi-ს პროდუქტია Cherry Wall ქანდაკება, რომელიც პოლირებული კერამიკაა, თანამედროვე და ელეგანტური აქსესუარი, რომელიც თავის სიტყვას ამბობს ნებისმიერ ინტერიერში.
Kiso by Galimberti Nino - რეტრო სტილის სამადგილიანი დივანი კომფორტული დეკორატიული კონტურით, ელასტიური ქამრებით, მასიური წიფლის ხის კარკასით და სტრუქტურით. პოლიურეთანის ქაფმასალით, დარბილებული ბატის ბუმბულით. ზურგისა და საჯდომი სექიები მოსახსნელი შალითებით.
Paris collection.
Kiso Sofa by Galimberti Nino - რეტრო სტილის დახვეწილი ორადგილიანი დივანი ელასტიური ქამრებით. მასიური წიფლის ხის კარკასით და სტრუქტურით, პოლიურეთანის ქაფმასალით. საჯდომი სექია ბატის ბუმბულით. ზურგისა და საჯდომი სექიები მოსახსნელი შალითებით.
Paris collection