Ron Arad for Moroso, 2008. კიდევ ერთი ინდუსტრიული დიზაინის შედევრი - ადვილად კონფიგურებადი სამ-განზომილებიანი დიაგრამა.
ძირითადი მოდული, რომლის მეშვეობითაც დიზაინერმა განახორციელა ეს პროექტი შეიქმნა პიქსელის ინსპირაციით. ოთხკუთხედი სტრუქტურის მქონე განსხვავებული სიმაღლის რბილი სექციები უზრუნველყოფენ კომპოზიციურ თავისუფლებას, რომელიც აძლიერებს მოდულარიზმს და მიყავს ის სტრუქტურულ კონდიციამდე. შედეგს მივყავართ დაუსრულებელ ფიგურებამდე და კომბინაციებამდე, რომლებიც იკვეთება ინდუსტრიულ დიზაინთან ხელოვნების სამყაროსთვის დამახასიათებელი ღია კრეტიული მიდგომით. სავარძლის ცალკეული მოდულები სინამდვილეში ძალზედ მარტივი მალავენ უდიდეს კონსტრუქციულ, სტრუქტურულ და პროდუქტიურ კომპლექსს. ქვედა სექცია უფრო მყარი რომ დაიჭიროს მეტალის შტიფტი რბილდება ზედა ნაწილში რათა უზრუნველყოს რელაქსაციისთვის აუცილებელი კომფორტი.
Soft Big Easy by Ron Arad for Moroso, 1991. Forms that speak volumes. Volumetric Digressions.
ინდუსტრიული დიზაინის ტრადიციების კიდევ ერთი შესანიშნავი გამგრძელებლის, ებრაელი Ron Arad-ის მიერ 1988 წელს შექმნილი იკონური სავარძლის Big Eeasy-ის სერიის გაგრძელეა დარბილებულ ვერსიაში, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია მოცულობას როგორც მარტივ ფორმას განიცადოს ტრანსფორმაცია დიზაინის პრინციპების დარღვევის გარეშე, ბუნებრივი მასალებისა და საწარმოო პროცესის რეინტერპრეტირების გზით. მოდელი, რომელიც შექმნილია სამშენებლო კომპონენტის იდეისგან, რომელიც შემდგომში იქცა ინდუსტრიულ პროცესად, თავის არსში განასახიერებს ვიზუალურ სირბილეს, კომფორტსა და მოცულობის მთლიანობას. Big Easy წარმოადგენს პოლიეთილენის და როტაციული ქანდაკების საუკეთესო მაგალითს.
Gemma by Daniel Libeskind for Moroso, 2015. დიზაინერული, კრისტალისებრი ფორმის სავარძელი.
ცნობილი Gemma-ს კოლექცია შეიქმნა ფორმის აღქმიდან მომდინარე კონტრასტისა და გამოცდილების იდეის ირგვლივ. მისი სამ-განზომილებიანი გეომეტრიის მკვეთრი ასიმეტრია კონტრასტირებს შიგთავსის სირბილესთან, ხოლო, მისი გრანირებული პროფილი განასახიერებს როგორც ძვირფასი ქვების ფორმას, ისე მე-15 საუკუნის ტიპიური იტალიური გობელენების კომპოზიციებთან. კოლექცია პრაქტიკულად წარმოადგენს გარკვეულ სინერგიას Libeskind-ის კომპლექსურ გეომეტრიასა და Moroso-ს საყოველთაოდ აღიარებულ know-how-ს შორის. თავად დიზაინერი, კოლექციის შექმნის პერიოდში იყო ინსპირირებული ბუნებრივი გეოლოგიური ფორმების სილამაზით, როგორიცაა: კრისტალი, ძვირფასი ქვები, კლდოვანი ფორმირებები. საკუთრივ Moroso-სთვის ამ კოლექციის დიზაინი, რომელიც განასახიერებს კრისტალის ასიმეტრიულ გრანირებას, ემსახურება ორ მიზანს: პირველი - არქიტექტურული ღირებულების ქანდაკების შექმნა სახლებისა და ოფისებისთვის და მეორე - მისი დაკავშირება Libeskind-ის შემოქმედებასთან.
მასალა: განსახვავებული სიმკვრივის არა-დეფორმირებადი ცეცხლგამძლე პოლიურეთანი.
Nipa Doshi and Levien for Moroso, 2010. An oversized origami. დიდი ზომის ორიგამი.
ფუნქციური სკულპტურა, მიმზიდველი და კომფორტული სავარძელი ორიგამის ფორმის სავარძელი, ამავდროულად მყარი და მსუბუქი თითქოს უარყოფს გრავიტაციის კანონებს. მისი კონტური გამომდინარეობს ქაღალდის გადაკეცვისა და მოდელირებისგან რომელიც ქმნის კუთხეებს, ხაზებს და პოლიგონებს. მისი თვალსაჩინო უბრალოება მოითხოვს მაღალი დონის ოსტატობას: ქსოვილის ხაზები უნდა იდეალურად ეწყობოდნენ სავარძლის გეომეტრიას, რაც იმას ნიშნავს რომ აქ შეცდომის ადგილი არ არის.
Patricia Urquiola for Moroso, 2002. Perfection in a fragement of a shell.
ზღვის მიერ გამორიყული და გატეხილი ნიჟარებისგან ცნობილმა ავეჯის დიზაინერმა საცხოვრებელის და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის შექმნა სავარძლების მთელი კოლექცია. სკანდინავიური სტილის აშკარა გავლენა განსახიერებული მისივე სახელწოდებით ეძღვნება Arne Jacobsen-ს და წარმოადგენს გარკვეულ მეტაფორას ჩრდილოეთ სანაპიროს ფერდობებისთვის. როგორც ბუნებრივ ციკლში - სავარძლის ნიჟარა რე-გენერირებული დროისა და წყლის მიერ გარდაიქმნება სავარძელში და შემდგომ ისევ სკამში. აბსტრაქტული კონცეფციიდან მიღებული გატეხილი ფორმა ტრანსფორმირდება დიზაინის ობიექტში.დახვეწილი და მიმზიდველი ხაზები, რომლებსაც ემყარება სავარძლის სტრუქტურა გამოკვეთილია აკურატულად განთავსებული ხილული ნაკერების ფონზე, რომლებიც თავის მხრივ ჰარმონიულად ერწყმიან სტრუქტურის ერთობლიობას.