Impact Specchio by Reflex - თანამედროვე სტილის სარკე 8 მლ.-იანი წმინდა ზედაპირის მქონე შუშით და ოქროსფერი დეკორატიული ელემენტით მარჯვენა ნაწილში, ხელმისაწვდომი სურვილისამებრ LED განათებით.
Aurora by Reflex - ელეგანტური და უკიდურესად დაბალანსებული მარმორეფლექსის სექციური და დეკორატიული კედლის პანელი შუშის ღვინის და/ან სხვა სასმელების შენათებული სტელაჟით. იდეალურად კონტრასტირებს, როგორც მისაღებ, ისე სასადილო, სამზარეულო და სხვა ტიპის საცხოვრებელ ზონებთან. კონფიგურაცია ითვალისწინებს როგორც მარმარილო-შუშის VetroMarmo, ისე ხის იმიტაციის მსგავს ზედაპირებს LegnoMarmo და სასმელების მეტალის საკიდებს.
Neolitico Console by Reflex - ნეოკლასიკური სტილის იმპრესიული კონსოლი-დრესუარი ნაჭედი და მოოქროვილი მეტალის ელეგანტურ ფეხზე, 15 მლ.-იანი ტრანსპარენტული შუშის ზედაპირით, ხელმისაწვდომი როგორც ვერცხლისფერი, ისე თითბერის, ტიტანიუმის ან მუქი ფერის ტიტანიუმის ფეხის კონფიგურაციებში.
Musa Cabinet by Reflex - დახვეწილი სტილის მქონე გეომეტრიული კოქტეილ ბარი დამუშავებული ხის სტრუქტურით და მარმარილო-შუშის (MarmoReflex) პრიალა ფასადით, ბრაშირებული მეტალის სახელურებით და ფეხით.
Maverick by Arketipo Firenze - "მავერიკი - სტილისტურ საზღვრებს მიღმა". ხშირად ამ სიტყვის ხსენება საკმარისია ხოლმე და ტანში ჟრუანტელი გივლის. ამასთან ერთად გეუფლება პროტესტისა და მეამბოხეობის განცდა, მრავალფეროვანი კულტურების გავლენა, მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა, რომლის წინაშეც ვიხრით თავს.
დახვეწილი სტრუქტურის მცირე მაგიდების სეტი, ინსპირირებული რეაქტიული თვითმფრინავების დიზაინით და მათი აეროდინამიური კონტურით, გამორჩეული ფერთა მკვეთრი გამით, უკომპრომისო სიმსუბუქითა და ელეგანტურობით, ლეგენდარული კონკორდის დიზაინითა და რბილი მომრგვალებული კუთხეებით, ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ ზომაში, მათთვის ვისი ცხოვრებისეული ტემპიც უფროს სწრაფი და განსხვავებულია სხვებისგან, ვინც ბედავს და ყოველთვის აღწევს საწადელს.