Maverick by Arketipo Firenze - ელეგანტური ნაწრთობი შუშის მისადგამების სეტი, პრიალა მეტალის ფეხსა და განიერ პლინტუსზე, ინსპირირებული ულტრაბგერითი თვითმფრინავების და მათი აეროდინამიური კორპუსის დიზანით. დამზადებული შეუდარებელი ჰაეროვნებით განსხვავებულ ფერებში. შთაგონების წყაროდ აღებულ იქნა ლეგენდარული კონკორდის სტრუქტურა მომრგვალებული გვერდებით, 2 ზომაში, მათთვის ვინც არ ემორჩილება მოცემულობის განსაზღვრულ წესებს და მნიშვნელოვნად უსწრებს წინ არსებულ ცხოვრებისეულ ტემპს.
საკმარისია სიტყვა Maverick-ის ხსენება, რომ ტანში ჟრუანტელი გვივლის და აჯანყების განუმეორებელი სურვილი გვიჩნდება, სურვილი ვაკეთოთ ის რაც აქამდე არავის გაუკეთებია, განსხვავდებიდეთ სხვებისგან ჩვენი საქციელით და თამამი ცხოვრებისეული სტილით.
Untiteled Floor Lamp by Arketipo Firenze - გეომეტრიული ფორმის ტორშერი არტ-დეკოს, პოსტ-მოდერნისა და მცირეოდენი არტ-ნუოვოს სტილში, ტიტანიუმისებრად ბრაშირებული მეტალის კორპუსით და მთელს პერიმეტრზე ინტეგრირებული LED განათებით, რომელიც თავის ესთეტიკაში ატარებს ღრმა დიზაინერულ იდეოლოგიას და განსხვავებული გეომეტრიული ფორმების მეშვეობით შესწევს უნარი გააფერადოს ნებისმიერი სივრცე თუ ინტერიერი ექსკლუზიური ტიპის არტ ობიექტით.
Manta by Arketipo Firenze - მოცულობითი ლაუნჯის ტიპის ტყავის სავარძელი ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის ორგინალურ ბაზაზე, ძლიერი ვიზუალით და ინდივიდუალიზმით. მოდერნის სტილის მოსასვენებელი ჩეიზი, რომელიც მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად იძლევა მრავალ პოზიციაში დაჯდომის ან წამოწოლის შესაძლებლობას.